სოსო პავლიაშვილი უკვე 20 წელია ირინა პატლახთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც მომღერალს ორი ქალიშვილი გაუჩინა. ოფიციალურად ჯერაც არ დაქორწინებულა, თუმცა ერთ-ერთ გადაცემაში აღიარა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჯვარი დაიწერეს.
"რამდენიმე დღის წინ ღვთის შეწევნით დავიწერეთ ჯვარი. სურვილი დიდი ხანია გვქონდა, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მიხვიდე სასურველი მიზნისკენ. მღვდელმა აიღო ყველაფერი თავის თავზე და ყველაზე მეტადაც ნერვიულობდა. ჩვენ ტელეხიდი გავაკეთეთ საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში", - ამბობს სოსო. ცერემონიას ესწრებოდნენ სოსო ქალიშვილები და უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან - ლევანი.
ცოლ-ქმარი ჯვრისწერის შემდეგ ქალაქგარეთ აგარაკზე წავიდა. "ეს სახლი ჩვენით გავაკეთეთ. ლამაზი გამოვიდა და ისე გამოიყურება, თითქოს უკვე 100 წელია იქ ვცხოვრობთ. ძველი თბილისის და რაღაც ხმელთაუაზღვისპირულის ნაზავია".
თავდაპირველად წყვილს მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა - ახალგაზრდა ირინა სოსოს გამოსვლების დროს საცეკვაო ნომრებში მონაწილეობდა. მოგვიანებით მათ შორის რომანი გაჩაღდა. ირინას მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, რადგან პავლიაშვილს მექალთანის რეპუტაცია ჰქონდ. თუმცა მან მოახერხა ირინას მშობლების დარწმუნება და აგერ უკვე 20 წელია წყვილი ერთდ ცხოვრობს.
მათი უფროსი ქალიშვილი ელისაბედი 16 წლისაა, ხოლო სანდრა - 12-ის.
სოსო პავლიაშვილის სუპერმდიდრული მოსკოვური ბინა, რომელიც ბევრს აოცებს