ჯგუფ "ვია გრას" ყოფილი სოლისტი და ვალერი მელაძის ცოლი, 41 წლის ალბინა ჯანაბაევა ორსულად არის. ამ სიახლის შესახებ ინსტაგრამზე ამცნო საზოგადოებას შავ კაბაში გამოწყობილი ფოტოთი, რომელსაც დააწერა: "მოლოდინში".
ალბინასთვის ეს მესამე შვილი იქნება - მას ორი ვაჟი ჰყავს ვალერი მელაძესთან. თავად ვალერის კი კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავს პირველ ქორწინებაში.
ვალერისა და ალბინას ურთიერთობა არც ისე მარტივი იყო. მათი პირველი საერთო შვილი კონსტანტინი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ვალერი პირველ ქორწინებაში იყო. მეორე ვაი ლუკა 2014 წელს დაიბადა, როცა წყვილი უკვე ერთად ცხოვრობდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ჯანაბაევამ კიდევ ერთი შვილის გაჩენა გადაწყვიტა. ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მალე გააჩენს კიდეც.
წყვილის უფროსი ვაჟი ახლახან გახდა 17 წლის, მეორე შვილი 6 წლისაა. ორივე მუსიკით არის გატაცებული. კონსტანტინი ფორტეპიანოზე უკრავს, ლუკა - დასარტყამ ინსტრუმენტებზე.
ვალერის ქალიშვილები ალბინასთან არ კონტაქტობენ. მხოლოდ ძმებთან აქვთ ურთიერთობა. როგორც ჩანს, დედისთვის მიყენებულ წყენას ვერ ივიწყებენ. ცნობილია, რომ ალბინას ვალერის პირველ ცოლთან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა, საკმაოდ ახლოც, თუმცა ირინა არც კი ეჭვობდა, რომ ამ დროს ალბინას და ვალერის შორის რომანი იყო გაჩაღებული. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა ყველაფერი და გამოჩნდა ბავშვიც, რომელიც ყველასგან მალულად გაჩნდა.
2014 წელს განქორწინდა ვალერი პირველ ცოლთან და იქორწინა ალბინაზე.