მსახიობ სალომე შარვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც თავად ყვება ინსტაგრამზე ატვირთულ ვიდეოში, მეექვსე დღეა კოვიდს ებრძვის და საკმაოდ რთულ ფორმებში აქვს. "ისე ცუდად ვიყავი, მეგონა, ბოლოჯერ ვსუნთქავდი", - ამბობს მსახიობი და საუბრობს აცრის მნიშვნელობაზე, რადგან მის გარშემო ყველას გაურთულდა, ვინც აცრილი არ არის. მათ შორის, მასაც - სალომეს თქმით, აცრა ვერ მოასწრო, რადგან უთხრეს, რომ ალერგიულია და სანამ საჭირო გამოკვლევებს გაიკეთებდა აცრამდე, სწორედ მაშინ დაინფიცირდა.