კლინიკურ ტოქსიკოლოგიური ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, თემურ კობიძე იმ ექიმების შესახებ წერს, რომლებიც გმირულად იბრძვიან კოვიდპანდემიის წინააღმდეგ.
"ბევრმა ამხანაგმა დამირეკა, ყველაფერი რატომ არ თქვი, ხალხმა უნდა იცოდესო. მართლები არიან. ვუჯერებ, თუმცა ყველაფერს მაინც არ გაგაცნობთ, ეთიკის ფარგლებს არ მინდა რომ გავცდე.
ყველას! კარგად დააკვირდით და დაიმახსოვეთ გმირები !!!
გთხოვთ, სახეებზე დააკვირდით, საათობით და ზოგჯერ დღეების განმავლობაში რომ ვერ და არ იხსნიან, იმ დამცავი საშუალებების კვალია, და კიდევ რისი კვალია, იცით? სკაფანდრები ჰერმეტულებია, კანი ვერ სუნთქავს, დიდი რაოდენობით გამოიყოფა ოფლი. დაამატეთ უმძიმეს, მომაკვდავ, სიკვდილთან მებრძოლ ავადმყოფებ თან ურთიერთობის დროს ნერვიულობის, მათთვის უწყვეტი რეჟიმით სხვადასხვა მანიპულაციების დროს სავსებით ბუნებრივი ნერვიულობის შედეგად გამოყოფილი ოფლი, რომელიც წურწურით ჩამოსდით სახეზე, მთელს ტანზე და ვერ იწმინდავენ საათების და ზოგჯერ კი დღეების განმავლობაში. მარტო ეს არის წამების ტოლფასი. აგრეთვე დაამატეთ რომ სანამ სკაფანდრი აცვიათ, ე.ი. საათების განმავლობაში რომ მოწყურდეთ, წყალს ვერ დალევენ, თუ მოშივდათ, ვერ წაიხემსებენ (თუმცა ეს ვიღას ახსოვს!) და ტუალეტშიც ვერ წავლენ. და ეს გრძელდება თვეების, უფრო სწორად კი დაახლოვებით 1,5 წლის განმავლობაში.
ხალხო, ეს გმირები საქართველოს თითქმის ყველა საავადმყოფოში გვყავს. აქვე არიან, ჩვენს გვერდით, ჩუმად, ერთგულად და ვაჟკაცურად იბრძვიან ყოველდღე. ღმერთმა გამძლეობა, გამგები და დამფასებელი მისცეთ ! ქედს ვიხრი მათ წინაშე, და იმ გმირი ექიმების წინასე, ვინც დაეცნენ ამ ბრძოლის ველზე.
ყველას! კარგად დააკვირდით და დაიმახსოვრეთ გმირები" - წერს თემურ კობიძე.