შემთხვევა რუსეთში მოხდა, გატჩინის რაიონში, აყოველთაო ნათლობის დროს. მდინარე ორედეჯში, რომელიც თავისთავად, ამჟამად გაყინულია, ნათლობისთვის ყინული ამოჭრეს და 19 იანვარს ცერემონიაც დაგეგმეს. მდინარესთან სოფლის მცხოვრებნი შეიკრიბნენ. სამწუხაროდ, დაცვის ზომები არ იყო მიღებული და ცერემონიის მონაწილეები უბრალოდ ჩადიოდნენ წყალში და უცებ ამოდიოდნენ. 40 წლის ანას რიგი რომ მოვიდა, გადაწყვიტა, წყალში ჩამხტარიყო და არა ნელ-ნელა ჩაეყვინთა, იფიქრა, ასე ნაკლებ შეცივდებოდა. თუმცა იმპროვიზებულ ემბაზში, რომლის გარშემოც ხალხი იყო შეკრებილი, მათ შორის ბავშვები, ქალი ჩახტა და ყველას თვალწინ გაუჩინარდა. მას უცებ მიჰყვა მამაკაცი, რომელიც ადევნებდა თვალს პროცესს და მიხვდა, რომ ქალი ყინულის ქვეშ გაიყოლა დინებამ. სამწუხაროდ, მამაკაცმა ვერ მოახერხა მისი უცებ პოვნა და მოგვიანებით ძიებაში ჩართულმა მყვინთავებმაც ჯერაც ვერ იპოვეს მისი ცხედარი.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქალი ან დინებამ წაიღო, ან მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა ჩახტომისთანავე - ძალიან ცივი წყლისგან სისხლძარღვების სპაზმით.