ტელეიმედზე გადაცემაში
"ნოესთან" მომღერალმა დათო ხუჯაძემ სხვა თემებთან ერთად, მამობაზე და მეუღლეზე ისაუბრა.
"მამობა ძალიან მაგარია, მით უმეტეს, ჩემს ასაკში. დღეს 4 თვის არის ჩემი უმცროსი ქალიშვილი ილა... მაგარი გოგოა, რამე თუ არ მოსწონს, წამოიყვირებს, გეჩხუბება... ლაპარაკსაც კი ცდილობს უკვე...
ჩემი მეუღლე ძალიან ლამაზი ქალბატონია. ძალიან მაგარი დედაა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და მისთვისაც. განსაკუთრებით იმ მომენტებში ჩანს ეს, როცა ბავშვი წითლდება, ნერვიულობს, რაღაც უნდა და დედამ რომ იცის, რა უნდა და ყოველგვარი აგრესიის გარეშე, სულ ტკბილად ელაპარაკება. სულ ეფერება. მე ამაში ვხედავ სიამოვნებას და ამით ვარ ბედნიერი, რომ ასეთი მეუღლე მყავს და ასე უყვარს შვილი".
დათო ხუჯაძის მეუღლე ეკა დალაქიშვილია. ისიც მუსიკის სფეროდანაა - საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია.
დათო ხუჯაძე ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში. მისი მეუღლე ნათია ონიანი გახლდათ, რომელიც რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. დათოს და ნათიას ქალიშვილი მელანოც შეეძინათ, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ.
დათო ხუჯაძის ქორწილის ამსახველი კადრები - როგორი ქორწილი გადაიხადა მომღერალმა ჩაქვში