24 წლის ნანული შევარდნაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის უმცროსი შვილიშვილია. გოგონა პარიზში დაიბადა და მას ბებიის სახელი დაარქვეს. ნანული პარიზში გაიზარდა, მშობლებთან ერთად საფრანგეთში წლები ცხოვრობდა და უფროსი და-ძმისგან განსხვავებით წლებია არ გამოჩენილა ქართულ მედიაში. მასზე მხოლოდ და, სოფიკო შევარდნაძე საუბრობდა, რომელიც ამბობდა, რომ ის სამსახიობო ხელოვნებით იყო გატაცებული, გარდა ამისა, მრავალფეროვანი ინტერესები ჰქონდა.
გოგონა 4 წლის იყო როდესაც ბალეტით დაინტერესდა. კარგად ხატავდა, უყვარდა ცხენზე ჯირითი და გიტარაზე დაკვრა. ნანულის უყვარს სეირნობა ელისეს მინდვრებში და ლუქსემბურგის ბაღში.
"ყველაზე მეტად მსახიობობა მინდა და გავხდები კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო ყველა ცდილობს გადამარწმუნოს", - ამბობდა ის წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში. როგორც ჩანს, პატარა ნანულიმ ოცნება აიხდინა.
ზრდასრულ ასაკში უფროსი დის, სოფიკოს მსგავასად, ჟურნალისტიკით დაინტერესდა და სტაჟირება საფრანგეთში, "ევროპა 1-ზე" გაიარა. თუმცა მისი ცხოვრების მთავარ პროფესიად მაინც მსახიობობდა იქცა.
ქართულ-ფრანგული მსახიობი და მწერალი ნიუ-იორკში, ეს ნანული შევარდნაძის რეგალიებია. გოგონამ NYU Tisch-ის ხელოვნების სკოლა და დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია დაამთავდა. მისი მსამსახიობო კარიერა შედგა და ის ლონდონის ეროვნულ თეატრში არაერთ სპექტაკლში ითამაშა.
განაგრძეთ კითხვა