"როგორ უნდა მოგწყინდეს შენი ფეხი, ხელი ან შენი საკუთარი თავი?" - გულწრფელი სიტყვები და ოჯახური ფოტოები ცნობილი მოცეკვავე გოჩა ჩერტკოევი სულ აქტუალურია თავისი ქარიზმატულობით, არაორდინარულობით და გულწრფელობით და ზიდავს საზოგადოებას. მოცეკვავე გია ჯაჯანიძეს ჰყავდა თავის გადაცემაში, სადაც სხვა თემებთან ერთად ჩერტკოევმა ცოლზეც ისაუბრა - ბევრმა იცის, რომ მისი მეუღლე შორენა გაჩეჩილაძე ასევე ცნობილი მოცეკვავეა, გიგი და რატი გაჩეჩილაძეების უფროსი და. წყვილი მოზარდობის წლებიდან ერთად ცეკვავდა, შემდეგ შვილთან ერთად ამერიკაში გაემგზავრნენ საცხოვრებლად და სამუშაოდ და შესანიშნავად დაიმკვიდრეს იქ თავი. წყვილს იქ საკუთარი ცეკვის სტუდია აქვს და წარმატებით მოღვაწეობს. რას ფიქრობს გოჩა თავის მეუღლეზე? ინტერვიუში რამდენიმე ემოციური ფრაზა ცოლს ეკუთვნოდა:
- ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ მე და შორენა. რაც თავი მახსოვს, სულ ვცეკვავდით, ერთმანეთის სხეულებზე ვცეკვავდით და ვიზრდებოდით... მე არ ვხედავ მას როგორც მეუღლეს, მეგობარს, ის არ არის სხვა არსება. ის ჩემი სხეულის ნაწილი გახდა. როგორ უნდა მოგწყინდეს შენი ფეხი, ხელი ან შენი საკუთარი თავი?
- ამბობდნენ, რომ სიმამრს არ მოსწონდით?
- ეგ ზღაპრებია, სიმამრის გაზრდილი ვარ... უბრალოდ, ჩვენ ცელქი ბავშვები ვიყავით, ლევანი რომ გაგვიჩნდა, ძალიან პატარები ვიყავით... მით უმეტეს, შორენა, ის ჩემზე პატარაა. თვითონაც ბავშვი იყო და შვილი გაუჩნდა... ეს არ იქნებოდა მშობლებისთვის სასიამოვნო.
- ლევანს აქვს ტატუ - "შორენა"... არ იეჭვიანეთ, რომ მამის სახელი არ დაიწერა?
- არანაირად... ჩვენ არ გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ერთმანეთის ნაცვლად გვიხარია და გვწყინს...
- ერთმანეთზე თუ ეჭვიანობდით ან თუ გიღალატიათ?
- არა! ღალატი ისეთი რამეა... რომც მოხდეს ასეთი რამ, ეს შორენასაც ისე ეწყინება, როგორც მე მეწყინება და ზუსტად ისე გაიგებს ამას, როგორც მე... ჩვენ ერთნაირები ვართ, ერთმანეთის ნაწილები...
შეგიძლიათ იხილოთ ჩერტკოევ-გაჩეჩილაძეების ოჯახური ფოტოები ფოტოგალერეაში.