მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ, ბავშვის აპარატიდან გამორთვის გადაწყვეტილება მიიღეს... პატარა ჩარლი გარდის ამბავმა მსოფლიო შეძრა. სტარსბურგის ადამიანის უფლებათ სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდ იცავდეს, ბავშვს ყველაზე მთავარი - სიცოცხლის უფლება წაართვა, უგულებელყო მშობლების სურვილი, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, გადაარჩინონ თავიანთი შვილი. იძულებითი ევთანაზიის გადაწყვეტილება პრაქტიკულად იგივეა, რაც ბრალდებულის სიკვდილით დასჯა....
ლონდონის საავადმყოფოში უკვე 8 თვეა ფაქტობრივად მძევლად ჰყავთ ავადმყოფი პატარა. ექიმებმა დაიჟინეს, რომ მისი დახმარება არაფრით აღარ შეიძლება და მას ღირსეულად სიკვდილის საშუალება უნდა მისცენ. მშობლებსაც, რომელთაც აქვთ ამის ფინანსური სახსრები, არ აძლევენ საშუალებას, ბავშვი სხვა საავადმყოფოში ან სხვა ქვეყანაში წაიყვანონ სამკურნალოდ.
ჩარლი 4 აგვისტოს დაიბადა და ერთი შეხედვით, სრულიად ჯანმრთელი ჩანდა. თუმცა 8 კვირისამ მოულოდნელად წონაში დაიწყო კლება. მას მწვავე დიაგნოზი დაუსვეს - მიტოქონდრიალური დნმ-ის განლევის სინდრომი. ეს გენეტიკური დაავადება იწვევს კუნთებისა და თავის ტვინის დასნებოვნებას. ექიმებმა გამოაცხადეს, რომ დაავადება განუკურნებელია და სასამართლოს მიმართეს, რომ ნება დართონ და ჩარლი აპარატიდან გამორთონ...
მშობლები არ ნებდებიან. მათ ამერიკაში იპოვეს კლინიკა, რომელიც ექსპერმენტალურ თერაპიას ატარებს. ფულიც შეგროვდა - 80 ათასზე მეტმა ადამიანმა შეაგროვა 1 მილიონ 300 ათასი გირვანქა სტერლინგი. ეს თერაპია არაერთ ბავშვს დაეხმარა მსგავსი დიაგნოზით. გადარჩენილი ბავშვების მშობლებმა მიტინგიც კი მოაწყვეს ჩარლის მხარდასაჭერად...
მაგრამ ექიმები შეუვალები აღმოჩნდნენ. მათ სასამართლოში განაცხადეს, რომ შეისწავლეს ნუკლეოზიდებით მკურნალობის თერაპიის შესაძლებლობაც, რასაც ჰპირდებიან ბავშვს ამერიკაში და დაასკვნეს, რომ ამ შემთხვევაში ეს უშედეგო იქნება, რადგან პატარა ტვინი საბოლოოდ დაზიანებული აქვთ. მშობლებს ჯერ ლონდონის სასამართლოში უთხრეს უარი, მერე სააპელაციო და უმაღლეს სასამართლოში, ახლა კი - სტრასბურგშიც სასიკვდილო განაჩენი მიიღეს....
სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა ისეთია, რომ მშობლების სურვილი, იბრძოლონ შვილის სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე, სასამართლოსთვის არ არის სერიოზული არგუმენტი და ექიმების პოზიცია მიიღება მხოლოდ და მხოლოდ სრულ ჭეშმარიტებად.
ეს შემთხვევა პირველი არ არის ქვეყანაში. 2004 წელს სასამართლო ასევე დაეთანხმა ექიმებს, გამოერთო აპარატი 10 თვის ბავშვისთვის. ის დედის ხელებში მოკვდა... მასაც კანონით უთხრეს უარი სიცოცხლეზე....
ახლა ჩარლის მშობლებს ელით იგივე ხვედრი...