აქამდე ქეთას სიგარეტიც არ გამოუჩენია - იხილეთ ფოტო, რომელმაც თაყვანისმცემლებიც ააღელვა ბოლო დროს ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება არც ისე დალაგებულია. ამბობენ, რომ უკვე ნახევარი წელია არ ცხოვრობს ქმართან - ლევ გეიხმანთან. ზაფხული ქეთამ შვილთან ერთად საქართველოს კურორტებზე გაატარა (იხილეთ ფოტოები), ცოტა ხნის წინ კი დაბრუნდა რუსეთში და საკმაოდ აქტიურ შემოქმედებით პროცესში ჩაერთო. მალე მისი ახალი კლიპი გამოვა, რომელშიც პარტნიორობას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილი სიძე ემინ აგალაროვი გაუწევს.
სავარაუდოდ, ქეთი დაღალა მძიმე გრაფიკმა და ასევე პირადი ცხოვრების პრობლემებმა და გამოაქვეყნა ინსტაგრამზე ფოტო, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
"გრძელი და გატეხილი ღამეები" - აწერია ფოტოს, რომელზეც ქეთა ნამტირალევი, დაღლილია და თანაც - სიგარეტით ხელში. აქამდე ქეთას ასე საჯაროდ და ოფიციალურად არასდროს გამოუჩენია, რომ ეწეოდა და როგორც რუსული მედია ამტკიცებს, მალავდა კიდეც ამას.
მისი თაყვანისმცემლები შეაწუხა ამ ფოტომ, ბევრმა შესთავაზა დახმარება, ამშვიდებდნენ, ეკითხებოდნენ მწუხარების მიზეზს. თუმცა ქეთას არ გაუკეთებია არავითარი კომენტარი.