რატომ არის ეს ყველაზე შეუფერებელი ადგილი? ქათმის კვერცხი ნებისმიერი ოჯახის ყოველღიური მენიუს ნაწილია. ბუნებრივია, მისი შენახვის წესებიც ვიცით და მუდამ მაცივარში გვაქვს მოთავსებული. მაგრამ თუ დავაკვირდებით, ყოველი ათი ოჯახიდან ცხრა კვერცხს მაცივრის კარზე მოთავსებულ თაროზე ინახავს. სწორედ აქ უშვებთ შეცდომას. ეს მაცივრის ყველაზე "თბილი" ადგილია, რაც მალფუჭებადი პროდუქტისთვის შეუფერებელია. გარდა ამისა, კარის ყოველი გაღებისას ამ ადგილზე მოთავსებული კვერცხი თბილი ჰაერის ნაკადის ქვეშ მოექცევა, რაც პროდუქტის ვარგისიანობას შეამცირებს.
ეცადეთ, რომ კვერცხი სპეციალური კონტეინერით მაცივრის ზედა თაროზე გქონდეთ მოთავსებული, თანაც თავდახურულ მდგომარეობაში.
* არასოდეს შეიძინოთ კვერცხი იმ სავაჭრო ადგილებში, სადაც მას უმაცივროდ ყიდიან. 20 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე კვერცხი გაფუჭებას იწყებს.
* ეკონომიის გამო ნუ შეიძენთ გაბზარულ კვერცხს. თუ შიგთავსში მიკრობმა შეაღწია, ძლიერ მოწამვლას გამოიწვევს. თავადც რომ გაგებზაროთ კვერცხი, ნუ შეინახავთ, მაშინვე გამოიყენეთ ან სულაც გადააგდეთ. (ვიდეო - კვერცხის ცილისა და გულის გაცალკევების ყველაზე მაგარი მეთოდი)
ასევე დაგაინტერესებთ:
ჩავასხათ თუ არა წყალი პლასტმასის ბოთლებში - ისწავლეთ უსაფრთხო პლასტმასის შერჩევა
კვერცხის ჩასადები მოსახერხებლად ინახავს წვრილმან ნივთებს - ყველაზე პრაქტიკული რჩევები