ლობიანი, ხაჭაპური, ხინკალი და სხვა ტრადიციული კერძები ბავშვის მენიუში ჯანსაღი კვების პრინციპები თითქოს ყველამ ვიცით. ამის მიუხედავად, ყოველდღიურ ყოფით პირობებში მაინც ჩნდება კითხვები. მშობლებისთვის ბევრ საინტერესო კითხვზე ცნობილი ექიმი, ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია პასუხობს. (იხილეთ ინტერვიუს პირველი ნაწილი )
- კვება ჩემი პროფესიული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ სტუდენტობიდან გახდა. იმ დროიდან მოყოლებული, კვებაზე საუბარს ერთი და იგივე ფრაზით ვიწყებ: კვება სიამოვნებაა! ამიტომ, კვების მოდელის შერჩევისას, ყველაზე დიდი შეცდომა ადამიანისთვის უკიდურესი შეზღუდვების დაწესებაა!
თქვენ, ალბათ შენიშნეთ: მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კითხვები ბავშვებს ეხება, მე ხშირად ვახსენებ "ადამიანს" და არა მარტო "ბავშვს". რატომ? ბავშვი არ არის ზრდასრულის მინიატურული ვერსია! ბავშვობა ადამიანის განსაკუთრებული მდგომარეობაა, განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელიც გულისხმობს თავისებურებებს, მაგრამ აუცილებლად ადამიანისთვის დამახასიათებელი ზოგადი კანონზომიერების გათვალისწინებით!
"ბავშვი" არის 0-18 წლის ასაკის ადამიანი, ხოლო "მოსწავლე" ყველა ის ბავშვი(მაგ., საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, ადრეული თუ გვიანი სასკოლო ასაკის), ვინც ჩართულია სასწავლო პროცესში: ცხადია, მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ერთნაირი კვებითი "ზღვარი" ანუ რეკომენდებული რაოდენობა. თუმცა არსებობს ყველასათვის საერთო პრინციპები:
ხაჭაპური და ლობიანი ჩვენი ისტორიული კვებითი მოდელის უძველესი კომპონენტი და ეროვნული კულინარიული მონაპოვარია, მაგალითად, კეცზე გამომცხვარი და არა ცხიმში შემწვარი. ამ ტრადიციაში მთავარი არა კეცია, არამედ უცხიმოდ გამოცხობა! სხვათა შორის, ამავე ტიპის პროდუქტებს განეკუთვნება ე.წ. მხლოვანები (პურპროდუქტი მხალეულის სართით/შიგთავსით) ან კუბდარი (პურპროდუქტი ხორცის სართით/შიგთავსით). ღვეზელი მიზანშეწონილია არა მდუღარე ზეთში მოხარშული, არამედ გრილზე ან ღუმელში გამომცხვარი უცხიმოდ. ყველასათვის საყვარელი ფენოვანი ცომი ნიშნავს ბევრ ტრანს-ცხიმს, რომელიც წარმოიქმნება ცომის ფენებს შორის მოქცეული ცხიმის მაღალ ტემპერატურაზე წვის შედეგად. თუ"ზემოთქმულს" გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვიმოქმედოთ "ქვემოთ მოყვანილი" სქემის შესაბამისად: ბავშვებთან კვებაზე საუბარს აკრძალვებით ნუ დაიწყებთ! ნებისმიერი კვებითი რჩევა განუმარტეთ, რა და რატომაა სასარგებლო ან საზიანო მათთვის; დაამშვიდეთ სიტყვებით, რომ ეს პროდუქტები შეუძლიათ მიირთვან ხანდახან, მაგრამ არასისტემატურად. აუხსენით, რომ ფენოვანი ცომი, ტკბილ გაზიან სასმელთან ერთად, მუცელში გაზებს დაუგროვებს და კლასში, მეგობრებთან უხერხულობას შეუქმნის, მაგ., მუცლის შებერილობით ან ამოქარვება-ბოყინით. ბავშვებს ვასწავლოთ, არ დაელოდონ შიმშილს და 2 გაკვეთილის შემდეგ ხილით წაიხემსონ, ცოტა ხაჭაპურთან ერთადუფრო მეტი პომიდორი და კიტრი კი ძალიანსასარგებლო და, თანაც, გემრიელია.
ხორცის ნახარშში გადადის ექსტრაქტული ნივთიერებების2/3; ბულიონი აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას; ახალგაზრდა ფრინველის ხორცის ნახარში შეიცავს ადვილად შეთვისებად ცილას და დიდი რაოდენობით ტრიფტოფანს (გარდაიქმნება სეროტონინად), რაც, სხვა შედეგებთან ერთად, წაადგება ავადმყოფის სასიცოცხლო ძალების აღდგენას და გუნებ-განწყობის გაუმჯობესებას; ადვილი მისახვედრია, რომ ბულიონი ყველასათვის ერთნაირად საზიანო ან სასარგებლო ვერ იქნება. მაგალითად, ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი პრობლემა და საკვების მონელების თავისებურება(ცხადია, ასაკის გათვალისწინებით) ზღუდავს ხორცის ნახარშის გამოყენების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უმჯობესია მოხარშული ხორცის კუნთოვანი მასის მიღება. და პირიქით,ბულიონის გამოყენების ჩვენება შეიძლება იყოს მაგალითად, ზოგიერთი ავადმყოფობა, გამოჯანმრთელების ფაზა, კუჭის მჟავობისდაქვეითება და სხვა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი: თითოეული ბავშვი უნიკალურია და მისი საგემოვნო არჩევანი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ოჯახური კვების მოდელსა თუ კულინარიულ ტრადიციებზე და სხვა.
თუმცა ჩვენი შეთავაზება ყოველთვის უნდა ითვალისწინებს ბავშვის ორგანიზმის ობიექტურ მოთხოვნილებებს და ფიზიოლოგიურ საჭიროებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ:
გრძელვადიანი გამოყენებისთვის გამიზნული გაყინული საკვები, მათ შორის, ცომში გახვეული ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები(როგორ მოხარშული, ასევე, გამომცხვარ-შემწვარი)სისტემატურად არ უნდა ვაჭამოთ ბავშვებს; ბავშვებს და მოზარდებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ ცოცხალი პროდუქტები, ადექვატური რაოდენობით ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების შემცველი,სწორად მომზადებული კერძები; ამისათვის ყოველდღიურად დაგჭირდებათ ნედლი ბოსტნეული და ხილი, რძის ნაწარმი, მარცვლოვნები და ბურღულეული; ბავშვებს წასახემსებლად შესთავაზეთ ხილი; გემრიელად და სასარგებლოდ დასანაყრებლად კი დააწყვილეთ, მაგალითად, რძის ნაწარმი და ბოსტნეული, პასტა/მაკარონის ნაწარმი და ბოსტნეული, ხორცი და ბოსტნეული, ბურღულეული და ხილი,თხილი, ნიგოზი,რძის ნაწარმი და გამომშრალი ხილი (ჩირები) და ა.შ.
ზოგადად, ბავშვებს უყვართ უფროსების ფუნქციების "შეთავსება", "დიდების" როლის მორგება. ამიტომ ყველაზე გამოცდილი ხერხია მათი ჩაბმა კერძის სამზადისში. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი არ მიირთმევს საკმარისი რაოდენობით ბოსტნეულს ან ხილს. "მოამზადებინეთ", მაგ., წვნიანი ან სალათი, ოჯახს წარუდგინეთ როგორც "მისი" ქმნილება და მაშინ აუცილებლად გასინჯავს: თავის "ნახელავს" ხომ ვერ დაიწუნებს?
კიდევ ერთი ხრიკი: სადილად დაპატიჟეთ ბავშვის მეგობრები, რომლებიც მადიანად შეექცევიან წვნიანს. სცადეთ და დარწუნდებით, რამდენად მნიშვნელოვანია თანატოლების ავტორიტეტი და გავლენა.
ხილის სალათი - ერთი"ოჯახის" ხილის (მაგ., ფორთოხლის, კივის, ბანანის) ასორტი ლიმონის წვენითა და ძალიან ცოტა თაფლით; ქათმის თეთრი ხორცი მაწვნის სოუსით - რამდენიმე საათის განმავლობაშიხორცი დააყოვნეთ სვანური მარილით შეკმაზულ მაწონში (ან ღვინოში უფროსებისთვის). ამგვარად დამუშავებული ხორცი სწრაფად იხარშება ან იწვება, ადვილად შეითვისება, შესაბამისად, უფრო სასარგებლოა. სოუსის სახით კი გამოიყენეთ მწვანილებით შეკმაზული მაწონი. ბოსტნეულის რაგუ ფერად-ფერადი "ჩხირებით ", "რგოლებითა" და "სოკოებით" - ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის ყვავილედები დაშალეთ "სოკოებად" (მურკი გადააგდეთ): სტაფილო და სხვადასხვა ფერის ტკბილი ("ბულგარული") წიწაკა დაჭერით "ჩხირებად", ხახვი და პომიდორი "რგოლებად" და ერთად ჩათუთქეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში. ე.წ. შინაური იოგურტი, ანუ მაწონი სხვადასხვა სეზონური ხილით. თუ ბავშვებს ჩართავთ ხილის ჩასრესვის პროცესში, გარწმუნებთ, უფრო მეტი სიამოვნებით მიირთმევენ. ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე