საქონლისა და ქათმის ღვიძლი ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ხშირად იყენებენ ბავშვების კვების რაციონში საქონლისა და ქათმის ღვიძლი ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ხშირად იყენებენ ბავშვების კვების რაციონში.
ღვიძლი მდიდარია ცილებით, მასში შემავალ მინერალებსა და ვიტამინებს ადვილად ასათვისებელი ფორმა აქვს. მედიკოსები და დიეტოლოგები ხშირად ურჩევენ ქრონიკულად მოავადეებს, კვების რაციონში აუცილებლად ჩართონ ეს პროდუქტი. თუ ღვიძლს სწორად მოამზადებთ და სხვა თავსებად პროდუქტებთან ერთად მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი ნორმალური ცხოველმყოფელობისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას მიიღებს. ღვიძლი სასარგებლოა ათეროსკლეროზითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ბავშვებისა და ორსულებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც თრომბოზისადმი მიდრეკილება და, საზოგადოდ, სისხლის შედედების დარღვევები აღენიშნება.
საქონლის ღვიძლი სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარია და კალორიული - 130 კილოკალორია 100 გრამ პროდუქტზე. გარდა ვიტამინების სრული ნაკრებისა, საქონლის ღვიძლში არის ბეტა-კაროტინი, D და K ვიტამინები, ოცამდე მინერალი, სხვადასხვა ფერმენტი, ამინმჟავა და სხვა ნივთიერებები.
მერვე თვიდან შეგიძლიათ მისცეთ ბავშვს ქათმის ან საქონლის ღვიძლი, მაგრამ საჭიროა, დარწმუნებული იყოთ, რომ ღვიძლი სანდოა და ასევე არ არის რეკომენდეებული გაყინული პროდუქტის მიცემა.
ბავშვების მენიუში მისგან შეიძლება მოამზადოთ სასარგებლო და გემრიელი პაშტეტი და ასევე 9 თვიდან შესაძლებელია მისცეთ ღვიძლის სუპი.
გთავაზობთ რეცეპტებს:
გემრიელი და სასარგებლო პაშტეტის დამზადების ყველაზე მარტივი მეთოდი