დღეს „იმედის დღის“ ეთერში პედიატრმა თემურ მიქელაძემ ისაუბრა ბავშვთა კვებაში წვნიანის მნიშვნელობაზე. გაინტერესებთ, მითია თუ რეალობა, რომ წვნიანი კუჭ-ნაწლავის პრობლემებს აგვარებს?თემურ მიქელაძე:- რა არის წვნიანი? თერმულად სწორად დამუშავებული, ან არათერმულად დამუშავებული ბოსტნეული და ადუღებული წყალი, ამას დამატებული ხორცი. ზოგიერთ შემთხვევაში ხორცი შეიძლება არასწორად დამუშავდეს, რამაც მეტეორიზმი წარმოქმნას ბავშვებში. თუ ჩვენ ამ კონკრეტულ ინგრედიენტებს ცალკე მოვამზადებთ, მაგალითად, ბოსტნეულის პიურეს სახით და ამავდროულად, ყურადღებას მივაქცევთ, რომ ბავშვმა დღის განმავლობაში 800 გრამიდან 2 ლიტრამდე წყალი მიიღოს, მაშინ აუცილებელი არაა, წვნიანი მიირთვას, რადგან ამ ყველაფრის მიღებით იგივე შედეგზე გავალთ. ჩვენი მთავარი მიზანია სწორი კვების პროპაგანდა, სწორი კვება კი მოიცავს 50% ბოსტნეულს, 30% ხილს, 20% ხორცს, ცილას, რძეს, რძის პროდუქტებს.
- გასაგებია, თუმცა, ბოსტნეული თერმულად სწორად უნდა დავამუშაოთ, ცალკე ბოსტნეული შეიძლება 5-7 წუთში მომზადდეს, წვნიანის მომზადებისას კი წყალი შეიძლება 15-20 წუთი ადუღოთ, ამ დროში იქ არსებული ინგრედიენტების ბიოლოგიური ღირებულება პრაქტიკულად იკარგება, არც ვიტამინები რჩება და არც არაფერი, დაგრჩებათ გამომშრალი უჯრედისი და წყალი.
- დიახ, ასეა კომპოტის შემთხვევაშიც, ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ხილს და წყალს ცალ-ცალკე, ხილის წვენები ადრეულ ბავშვთა კვებაში საერთოდ ამოღებულიც კია, იმიტომ რომ დაახლოებით 100 მლ ხილის წვენის მომზადებას შესაძლოა ნახევარი კილო ვაშლი დასჭირდეს, ნახევარ კილო ვაშლს კი ვერ მიიღებს ბავშვი და მას შეიძლება მავნე თვისებებიც კი ჰქონდეს. პანდემიის შემდგომმა პერიოდმა და ეკრანდამოკიდებულებამ გამოიწვია ჭარბი წონა, რისი შემდეგი ეტაპიც არის სიმსუქნე და მეტაბოლური დაავადებები, ანუ XXI საუკუნის ცივილიზაციის დაავადებები, რომლებიც თავის მხრივ მოზრდილებში უკვე იწვევს შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებას, თირკმლის, ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიას და ა.შ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, პანდემიის შემდეგ ჩაატარა კვლევა 5-11 წლამდე ბავშვებში, რამაც აჩვენა, რომ 15-25%-მდე გაიზარდა ჭარბი წონის მაჩვენებელი. ეს არის ყველაზე „ცუდი“ ასაკი ამ მხრივ. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი და სლოგანი უნდა იყოს სწორი კვება წვნიანით ან მის გარეშე.
- ჩემი შვილები, უმეტეს შემთხვევაში, არ იღებენ წვნიანს, მაგრამ შესაძლოა, მოუნდეთ და მიირთვან თვეში ერთხელ. ბებიები განსაკუთრებით კარგად ამზადებენ წვნიანებს, ახალი თაობის მშობლები - ნაკლებად. იმ წვნიანის მომზადებასაც თავისი სპეციფიკა, ცოდნა და დრო სჭირდება.
- ნორმალურია იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში იღებენ წყალს 2 ლიტრამდე და ბოსტნეულს უმი სახით, ან თერმულად სწორად დამუშავებულს.
- არა, რა თქმა უნდა, 800 გრამიდან 2 ლიტრამდე. გარდა ამისა, ყველა ამბობს, რომ არ შეიძლება ე.წ. „ფასთფუდები“, თუმცა, არის კარგი წარმოების ფასთფუდებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ დაიხურებოდა ასეთი ტიპის კვების ობიექტები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, FDI, ჩვენი სურსათის უვნებლობა საერთოდ აკრძალავდა მათ მუშაობას. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ასეთი დაწესებულება, სადაც შეიძლება კვირაში ერთხელ სტუმრობა. მთავარია ისინი იყვნენ ISO სერტიფიკატის მფლობელები, ე.წ. შაურმა არ უნდა აჭამო ბავშვს, მაგრამ იმ სწრაფი კვების ობიექტებში ვიზიტი, რომლებიც ყველასთვის ცნობილია და ბავშვებს უყვართ, კვირაში ერთხელ კატასტროფა არაა.
- ჯილდოს სახით არ უნდა მივცეთ, იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად დამოკიდებული ხდება და შემდეგ, უკვე აღარ შეასრულებს სხვა დავალებებს, თუ კი არა მიიღებს ამ ჯილდოს. შოკოლადიც უნდა იყოს კარგი წარმოების, სასურველია, არ იყოს მავნე მინარევებით. აკრძალული და საზიანო რომ იყოს, საერთოდ არ დაიშვებოდა მისი გაყიდვა, რადგან არის, ესე იგი დაშვებულია. უბრალოდ, სასურველია არ იყოს მავნე მინარევებით დაბინძურებული. ასეთია განსაკუთრებით დაბალფასიანი შოკოლადები, რომლებსაც საკმაოდ ხშირად ჩვენი შეჭირვებული მოსახლეობა იძენს, რადგან მაღალხარისხიანს ვერ ყიდულობს. ასეთები კი გაჯერებულია ე.წ. უჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით, მცენარეული ნაჯერი ცხიმით, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია. მაღალხარისხიანი, კვირაში ერთხელ, ნებისმიერი შეგვიძლია შევთავაზოთ. დავუბრუნდეთ წვნიანს, რომელზეც ვსაუბრობდით, ტერმინი წვნიანი ბავშვთა კვებაში არ არსებობს, თუ უნდა მშობელს, თუ მოსწონს ბავშვს, რა თქმა უნდა, მიიღოს.
- თუ არ მოსწონს ბავშვს და მშობელს მაინცდამაინც უნდა, მისცეს წვნიანი და დარწმუნებულია, რომ წვნიანით მოგვარდება გასტრო-ენტეროლოგიური პრობლემები, არ მოგვარდება რეალურად, მაგრამ თუ კი გჯერათ, რომ მოგვარდება, მაშინ ბავშვსაც მიაღებინეთ მის მომზადებაში მონაწილეობა, ლამაზად გააფორმოს, ამით შესაძლოა უფრო გაუჩნდეს მისი ჭამის სურვილი.
აუცილებლად სწორად დაამუშავეთ თერმულად ბოსტნეული, რომ არ დაიკარგოს ის სასარგებლო თვისებები, რის გამოც აძლევთ წვნიანს, უნდა იცოდეთ, კონკრეტული ბოსტნეული რა ტემპერატურაზე და რამდენი ხანში მზადდება, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე. ამას ექიმი ვერ დაწერს, ვერ გეტყვით როგორ მოამზადოთ, ჩვენ ვწერთ კვებას, სადაც ცალკეა ბოსტნეულის პიურე, ბოსტნეული პიურე ხორცით შეზავებული და ა.შ. დანარჩენი მშობელმა უნდა დაარეგულიროს.