თუ ასე იკვებებით, ნაკლებად გემუქრებათ გასუქება და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ეს დიეტა პოპულარულია იმის გამო, რომ ძალიან მარტივია. არ მოგიწევთ ქულების
ან კალორიების თვლა. დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით ისეთია, რომ მართებულად
არჩეული პროდუქტები ორგანიზმზე მოქმედებს წამალივით, ნეიტრალურები აღჭურავს
ორგანიზმს ენერგიითა და კვებით, არასასურველი პროდუქტები კი წამლავს მას. ანუ გამოდის, რომ თუ სწორად შეარჩევთ პროდუქტებს, ზედმეტ წონასაც გაუმკლავდებით
და ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ. თანაც ეს პრინციპში დიეტა კი არ არის, არის საკვები, რომელიც ამა თუ იმ სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს შეესაბამებათ. და თუ ასე იკვებებით, ნაკლებად გემუქრებათ გასუქება და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
ხშირად აწუხებთ სხვადასხვა ორგანოს ანთება, ართრიტი, ალერგია; კუჭის წყლულიც, მომატებული მჟავიანობის გამო.
რა უნდა მიირთვათ
პირველ რიგში ხორცი – საქონლის, ცხვრის ხორცი და ღვიძლი, ნაკლებად - ღორის ხორცი. ასევე აუცილებელია თევზი და ზღვის პროდუქტები. რაც მეტია რაციონში ხილი და ბოსტნეული, ოღონდაც არა მჟავე, მით უკეთესია. სასარგებლოა ანანასიც.
პური მხოლოდ ჭვავის და ისიც შეზღუდული რაოდენობით.
სასმელებიდან უმჯობესია მწვანე ჩაი და რაიმე მცენარეული ჩაი, მაგალითად, მოცვის, პიტნის. ჩაის ნაცვლად შეიძლებამიიღოთ გაზგასული მინერალური წყალი.
ვიტამინებიდან ყველაზე სასარგებლოა B და K ჯგუფის ვიტამინები. ასევე რაიმე
საკვები დანამატები. დაგეხმარებათ კალციუმი, მაგნიუმი და იოდი.
რა უნდა შეზღუდოთ
არ უნდა მიირთვათ ბევრი ბურღულეული, განსაკუთრებით შვრია. ეს ეხება ხორბლის პურსაც. თუმცა ეს შეზღუდვა არ ეხება წიწიბურას.
რომელი პროდუქტები არ არის რეკომენდებული
უნდა მოერიდოთ კომბოსტოს – გამონაკლისია ბროკოლი. არ არის რეკომენდებული
ხორბლეული, სიმინდი, მარინადები და კეტჩუპი. სასმელებიდან არ ღირს ყავის და მაგარი
სასმელების დალევა. სასურველია მოერიდოთ ალოეს, ექინაციას და მარწყვის ფოთლების ნახარშს. თუ ვიტამინებს იღებთ, მოერიდეთ A და E ვიტამინს.
რა უნდა გამორიცხოთ სრულიად
უმი კომბოსტო, ლობიო, ოსპი, სიმინდი, ხორბალი, ციტრუსები, ნაყინი, შაქარი, მარინადები.
ნეიტრალური პროდუქტები
ნეიტრალურ პროდუქტებში შედის ლუდი, წითელი და თეთრი ღვინო. ასევე გვირილის ჩაი, ჟენშენი, სალბი, კატაბალახა და ჟოლოს ფოთლები.
წონის კონტროლის პროგრამა
კარგი იქნება, თუ სპორტის აქტიური სახეობებით დაკავდებით, მაგალითად, აერობიკით,
თხილამურებით, სირბილით ან ცურვით, რათა ფიზიკური ფორმაც შეინარჩუნოთ და წონაც.
სპეციალური რეკომენდაციები წონის დასაკლებად
პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს აქვთ პრობლემა – ნივთიერებათა დაქვეითებული ცვლა. თუ ნივთიერებათა ცვლის დონეს აამაღლებთ, წონაც დაიკლებს.
ამისთვის აუცილებელი იქნება თქვენი რაციონიდან ხორბლის ნაწარმისა და თვით ხორბლის ამოღება, ასევე სიმინდის, ბარდეულის (მაგალითად, მწვანე ბარდის, წითელი და შავი ლობიოს), ოსპის. ეს პროდუქტები ანელებენ მეტაბოლიზმს, ინსულინის გამომუშავების
ბლოკირების გზით. თუმცა ამ პროდუქტების გარდა მოგიწევთ შვრიის ნებისმიერი ნაწარმისა და ყველა სახის კომბოსტოს გამორიცხვა, ბროკოლის გარდა.
ეს პროდუქტები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას თრგუნავენ. უნდა გაზარდოთ რაციონი იოდის შემცველი პროდუქტებით. მათ მიეკუთვნება ზღვის პროდუქტები, წყალმცენარეები და მწვანილი. რეკომენდებულია ჩვეულებრივი
მარილის ნაცვლად იოდიზებულის მიღება. გაზარდეთ იმ პროდუქტების რაოდენობა,
რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს გამოიმუშავებენ, ასეთია, მაგალითად
ბოლოკი. არ დაგავიწყდეთ ხორცის მიღება.
დიაბეტი.
რა უნდა მიირთვათ
თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ჯობს სრულიად გამორიცხოთ ხორცი და გადახვიდეთ
ვეგეტარიანულ კვებაზე. გამოიყენეთ სოიის პროდუქტები, სოიის რძე, სოიის ხაჭო. შეიძლება
მიირთვათ ნებისმიერი ბურღულეული, ხორბლის გარდა. ბარდეული არ არის შეზღუდული.
რაც მეტია ხილი, განსაკუთრებით კი ანანასი, მით უკეთესი. თუმცა აკრძალულია ისეთი ხილის მირთმევა, როგორიცაა ფორთოხალი, მანდარინი, ბანანი და ქოქოსი. რეკომენდებულია სტაფილოს, ანანასის, გრეიპფრუტისა და ალუბლის წვენები.
თევზის სახეობებიდან არ არის რეკომენდებული კამბალა, ქაშაყი, ასევე ზღვის პროდუქტები. არც ხიზილალაა სასურველი.
შეიძლება ყავა, მწვანე ჩაი და წითელი ღვინო. ასევე ბლომად შეიძლება ლიმონიანი წყლის მიღება. სასურველია ნიორი და ხახვი. სტაფილოს უმად ჭამა თუ არ გსურთ, წვენი გამოწურეთ. პროდუქტი. უცხიმო ყველი სასურველია და რაც შეიძლება მეტი რძემჟავა
პროდუქტი. ჩაიში ნაკლები შაქარი ჩაყარეთ.
რომელი პროდუქტები არ არის რეკომენდებული
პირველ ყოვლისა, ეს არის ფორთოხლის წვენი და სოდიანი სასმელები. ჯობს შავი ჩაი მწვანეთი შეცვალოთ.
რა უნდა გამორიცხოთ სავსებით
ამოიღეთ რაციონიდან ხორცი. შეიძლება, ისიც იშვიათად, ქათმის ან ინდაურის ხორცი. რეკომენდებულია რძის პროდუქტების გამორიცხვა. წიწაკის გარეშე, ალბათ, იოლად გაძლებთ. დაივიწყეთ ნაყინი. რეკომენდებულია შაქრის სრულად გამორიცხვა,
სიმინდისა და არაქისის ზეთის.
რა დაგეხმარებათ
დაგეხმარებათ ნებისმიერი მცენარეული ზეთი, მაგალითად, ზეთისხილის. მიირთვით სოიის ნაწარმი. ვიტამინებიდან – B,C, E. ასევე კალციუმი, რკინა, სელენი.
ბალახეული – ექინაციის, ჟენშენის, კატაბალახის ნახარშები.
რეკომენდებულია ბიფიდობაქტერიები.
სპეციალური რეკომენდაციები წონის დასაკლებად
რეკომენდებულია მშვიდი ვარჯიშები, მაგალითად, იოგა. ეს სისხლის ჯგუფი ვეგეტარიანულ საკვებზეა მორგებული, ანუ დაბალი მჟავიანობის გამო კუჭი ვერ ინელებს
ხორცს. მეორე ჯგუფის სისხლის მქონეებში ხორცი ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს და ანელებს მეტაბოლიზმს. მოერიდეთ ცხარე და მარილიან საკვებს.
ვეგეტარიანობის პლუსი ის იქნება, რომ აგიმაღლდებათ იმუნიტეტი, ასევე ენერგია და შრომისუნარიანობა. ორგანიზმს სჭირდება ბევრი ცილა. ცილის წყაროა სოიის
პროდუქტები და კვერცხი. შეზღუდეთ შაქარი და შოკოლადი.
მესამე ჯგუფის სისხლის მქონეებში ხშირია პირველი ტიპის დიაბეტი. მაგრამ გარდა ამისა,
ახასიათებთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და გაფანტული სკლეროზი.
რა უნდა მიირთვათ
პირველ რიგში, ხორცი, ქათმის ხორცისა და იხვის ხორცის გამოკლებით. ნებისმიერი
თევზი. რძემჟავა და ცხიმგაცლილი სახეობის. ხილ-ბოსტნეული ყოველთვის კარგია.
ნაკლებად რეკომენდებულია სიმინდი, პომიდორი, ზეთისხილი, ქოქოსი, გოგრა. სასურველია მწვანე და ნებისმიერი ბალახეული ჩაის მიღება, მაგალითად, პიტნის, ჟოლოს ფოთლების, სალბის. რეკომენდებულია შტოშისა და კომბოსტოს წვენი. ასევე სასარგებლოა
ყურძნის ან ანანასის წვენი.
რომელი პროდუქტები არ არის რეკომენდებული
აბსოლუტურად ყველა ზღვის პროდუქტი, პომიდვრის წვენი და ნებისმიერი სოდიანი სასმელი.
სრულიად გამორიცხეთ
სიმინდი და ოსპი, არაქისი, წიწიბურა და ხორბალი, პამიდორი და პომიდვრის წვენი, ღორის ხორცი და მისი ნაწარმი.
რა დაგეხმარებათ
მწვანილეულის სალათები, კვერცხი, სხვადასხვა ბალახეული. ხორციდან განსაკუთრებით
სასარგებლოა ხბოს ხორცი და ღვიძლი. თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია ვიტამინები, მაგნიუმი, ექინაცია.
ნეიტრალური პროდუქტები
ნეიტრალურ პროდუქტებში შედის ფორთოხლის წვენი, ყავა და შავი ჩაი. ალკოჰოლიდან
– ლუდი და ღვინო. სოიის პროდუქტები.
სპეციალური რეკომენდაციები
საჭირო იქნება ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც ხელს უწყობს ფიზიკურ და ფსიქიკურ ბალანსს. ასეთ ვარჯიშში შედის სიარული და ველოსიპედის ტარება, ჩოგბურთი, ცურვა, იოგა.
მოერიდეთ სიმინდს, წიწიბურას და არაქისს. ეს პროდუქტები ყველაზე მეტად გიმატებთ
წონას. მხოლოდ მესამე ჯგუფის სისხლის მქონეთ უმცირებს ეს პროდუქტები ინსულინის გამომუშავებას და აუარესებს ნივთიერებათა ცვლას, რაც შედეგად ორგანიზმის დაღლილობას და წონის მომატებას იწვევს.
თუ გსურთ, გქონდეთ ჯანსაღი ორგანიზმი და ოპტიმალური წონა შეინარჩუნოთ,
რაციონიდან ამოიღეთ არასასურველი პროდუქტები: სიმინდი, ოსპი, არაქისი, წიწიბურა, ხორბალი, პომიდორი და ღორის ხორცი. ფიზიკურად ივარჯიშეთ, შეზღუდეთ ცხიმების მიღება და დიდხანს და ჯანსაღად იცხოვრებთ.
მე-4 ჯგუფის სისხლის ადამიანებში ხშირია გულისა და ონკოლოგიური დაავადებები.
ამას ემატება ანემია.
დიეტური რეკომენდაციები
შეიძლება მხოლოდ ცხვრის, კურდღლისა და ინდაურის ხორცი. თევზი შეუზღუდავად.
თუმცა ზღვის პროდუქტები აკრძალულია. სასურველია რძემჟავა პროდუქტები და უცხიმო
ყველი, ასევე ტოფა – სოიოს ხაჭო. მოზომილად მიიღეთ ბარდეული. ჯობს ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ. თხილეულიდან – არაქისი და კაკალი. მიირთვით ნებისმიერი ბურღული, წიწიბურისა და სიმინდის გარდა, კარგია ხილი და ბოსტნეული.
გამორიცხეთ წიწაკა და შავი ზეთისხილი.
რა უნდა მიირთვათ
ტოფა და თევზი, მწვანილეული და წყალმცენარეები. ვიტამინი С. მეტი ანანასი. სასმელებიდან რეკომენდებულია ყავა, მწვანე და სხვადასხვა ბალახეული ჩაი, მაგალითად,
გვირილის, ჟენშენის, ექინაციის, ასკილის.
ნეიტრალური პროდუქტები
ნეიტრალურ პროდუქტებს მიეკუთვნება პიტნა, კატაბალახა და ჟოლო. ალკოჰოლიდან – ლუდი და ღვინო.
რომელი პროდუქტები არ არის რეკომენდებული
არ არის რეკომენდებული ალოეს ჩაი, ცაცხვის ჩაი. ასევე ლორი და ბეკონი. არასასურველია
წითელი ხორცი და მზესუმზირა.
სპეციალური რეკომენდაციები
ხორცი უნდა შეიზღუდოს. დაბალი მჟავიანობის გამო მას ცუდად მოინელებთ, რაც ცხიმების დაგროვებას გამოიწვევს. ჯობს გაზარდოთ ხილ-ბოსტნეულის მოხმარება.
ძალიან სასარგებლო იქნებ ტოფა, რადგან ის ცილების წყაროა. მოერიდეთ წიწიბურას, ბარდეულს, სიმინდს, ხორბალს და განსაკუთრებით მათ ნაწარმს, რადგან ეს პროდუქტები მეტაბოლიზმს აქვეითებს.
დიეტის შედეგები
სისხლის ჯგუფის მიხედვით დიეტის პირველ შედეგებს ერთი ან ორი თვის შემდეგ დაინახავთ. თუმცა არის შემთხვევები, როცა პირველ კვირაშიც 3-5 კილოგრამს
იკლებენ. დაიხსომეთ, თუ ფიზიკურად არ დაიტვირთებით, ვერ დაიკლებთ.
ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვანია. დიეტის შედეგიანობა ისაა, რომ ზოგიერთი პროდუქტის შეზღუდვით სტაბილურად შეინარჩუნებთ წონას. ჯანსაღი ცხოვრების წესს კი თუ ფიზიკურ დატვირთვას დაუმატებთ, წონის დაკლების პროცესიც დაიწყება.
გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტას სჭირდება დრო და მოთმინება.
ასევე იხილეთ: რომელი ჯგუფის სისხლი აქვს თქვენს შვილს - გამოიცანით მისი ხასიათი და მომავალი