"ხომ არის ათასნაირი რეცეპტი, მაგრამ ეს არის "ნაღდი" - გვეუბნება გაიანე და თავის რეცეპტს გვიზიარებს:
ცომი:
თეთრი ფქვილი რძე 1 ლ "ბორჯომი" (გაზგასული) 0.5 ლ შაქარი მარილი კვერცხი 3 ც ზეთი 50მლ
კარგი საქონლის ხორცი დაჭერით ერთი და იმავე ზომის ნაჭრებად. მოხარშეთ წიწაკასთან, დაფნის ფოთოლთან და ხახვთან ერთად. რომ დარბილდება და კარგად მოიხარშება, გადაწურეთ და ბულიონი შეინახეთ, ხორცი გააგრილეთ.
2-3 დიდი თავი ხახვი წვრილად დაჭერით, ასევე წვრილად დაჭერით ოხრახუში, ქინძი და მწვანე წიწაკა. ცივი საქონლის ხორცი გაატარეთ ყველაზე მსხვილ პირზე. მოხარშეთ 3 ც კვერცხი. წვრილად დაჭერით.
მოთუშეთ ხახვი, სანამ კარგ "მზისფერს" არ მიიღებს. შეგიძლიათ ცოტა კარაქიც დაუმატოთ. მოთუშულ ხახვს დაუმატეთ გატარებული ხორცი, მოთუშეთ. ცოტა ბულიონი დაუმატეთ. შემდეგ დაუმატეთ მარილი, პილპილი, მწვანილები, მწვანე წიწაკა და დაჭრილი კვერცხი. ოღონდ ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ხორცი გაგრილდება.
ცომი: ფქვილი გაცერით. დაუმატეთ ცოტა მარილი, შაქარი, რძე, "ბორჯომი" და კვერცხი. გათქვიფეთ. ბოლოს შეათქვიფეთ ზეთი. დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ ტაფა გააცხელეთ, ცოტა ცხიმი წაუსვით და ბლინები გამოაცხვეთ. გაითვალისწინეთ, რომ ცომი ძალიან თხელი უნდა იყოს.
ცალ მხარეს გამოაცხვეთ, ჩადეთ შიგთავსი, გადაახვიეთ და ყველა მხრიდან შეწვით. გამოდის უგემრიელესი!