ნიაკოს მორიგ ვიდეოს 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს ირაკლი ნოზაძის და ია დუდაშვილის ქალიშვილი ნია სოციალური ქსელის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. მშობლები უსაყვარლესი ნიაკოს ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ, რომელთაც ათი ათასობით მოწონება და ნახვა აქვს, ერთ სახალისო ვიდეოს კი, რომელზეც ასახულია, როგორ მიირთმევს ნიაკო ორ ცალ ხინკალს, 3 მილიონი ნახვა დაუგროვდა. პატარა ინტერნეტვარსკვლავის შესახებ მისი დედა, ია დუდაშვილი გვესაუბრა.
- ამაზე არ მიფიქრია და ალბათ შეუძლებელია ამ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა. თავისთავად მოხდა ყველაფერი. ჩემი პირადი გვერდიდან ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებსაც მილიონობით ნახვა ქონდა სხვადასხვა გვერდზე. პოპულარობა ალბათ იმან მოუტანა, რომ ძალიან უშუალო და პოზიტიურია.
- ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამდენ ადამიანს უყვარს და სითბოს გამოხატავენ მის მიმართ. მომავალშიც ალბათ ბევრ რამეში დაეხმარება, მაგრამ ამის გარდა აუცილებლად მიზანდასახული და მებრძოლი გაიზრდება, ანუ ბევრს თავისითაც მიაღწევს. პრინციპში უკვე მიაღწია კიდეც და მშობლებს უკვე ყველაფერში გვაჯობა.
პატარა ნია ნოზაძის სახალისო ვიდეო, რომელსაც 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს
- მამიკო, რა თქმა უნდა, სიამაყით უყურებს ამ ყველაფერს და ცდილობს ყველაფერში ხელი შეუწყოს.
- ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია. საბედნიეროდ, ძალიან იშვიათად იწერება ჩვენს გვერდზე კრიტიკული კომენტარები, მაგრამ ამის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია, მით უმეტეს საქართველოში.
- ვნახოთ, წინასწარ დაგეგმილი არაფერი არ გვაქვს. რაც თვითონ ენდომება და რის კეთებაც სიამოვნებას მიანიჭებს, ჩვენ ამ ყველაფერში ხელს შევუწყობთ.
- საბედნიეროდ, ყველაფერს ჩვენით ვართმევთ თავს.
- კი, ნელ-ნელა ვაჩვევთ ბაღს. მხოლოდ რამდენიმე საათით მიგვყავს, რადგან ჩვენი იქ არყოფნისგან სტრესი არ განიცადოს და გართულებების გარეშე შეეგუოს ახალ გარემოს. ნიაკოს ხასიათის და ინტერესების მიხედვით შევარჩიეთ ბაღი და ასევე იქნება სკოლაც. ვფიქრობ, რომ კარგად გრძნობს თავს იმ გარემოში და რაც მთავარია, სწორად ვითარდება.
- ემილია ძალიან საყვარელი და ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ შედარებას რატომ ახდენენ, მე პირადად ვერ ვხვდები. ნიაკოს პოპულარობა სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი იყო და შემდეგ უკვე პირველ რიგში ემიგრანტების და ჩვენი თანამოქალაქეების თხოვნით გავაკეთე მისი გვერდიც და დღემდე ამ ადამიანების სიყვარულისთვის ვიღებთ უბრალოდ ჩვენი ცხოვრების ფრაგმენტებს. ნებისმიერი ასაკის ადამიანი უყურებს და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. ნიაკო ერთადერთი და უნიკალურია, სწორედ ამიტომ უყვარს ხალხს. ასევეა ემილია და სხვა ნებისმიერი ბავშვი. მსგავსებას და მიბაძვას ვინც ხედავს, ალბათ ძალიან უნდა დანახვა, ან აღქმის პრობლემა აქვს.
- ჩვენ მის მომავალს წინასწარ არ ვგეგმავთ. მე და ირაკლი ყველა რესურსს და შესაძლებლობას მაქსიმალურად ვდებთ მის განვითარებაში. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან ერთად ვცდილობთ, რომ ჩვენი სარწმუნოება და ეკლესია პირველ ადგილზე იყოს მის ღირებულებებში, ამის იქით თვითონ რასაც მოისურვებს აუცილებლად გვერდში დავუდგებით. მომავლის ასე განსაზღვრა ალბათ წარმოუდგენელია. იმედი მაქვს წარმატებული და საქართველოსთვის საამაყო გოგო გაიზრდება.
მერი ბლიაძე
მას მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგონად აღიარებდნენ. ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს!