43 წლის ქალი აიძულებდა შვილს, აბსოლუტურ ანტისანიტარიაში ეცხოვრა ცხოველებთან ერთად სანქტ-პეტერბურგში მოზარდი ბიჭი დედამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა – 16 წლის ვაჟი ფანჯრიდან გადახტა. ძიების ვერსიით, ამ ნაბიჯის გადადგმა უბიძგა დედასთან დაძაბულმა ურთიერთობამ და აუტანელმა ვითარებამ ოჯახში – ბინაში 60 კატა და ოთხი ძაღლი ცხოვრობდა.
43 წლის ქალი აიძულებდა შვილს, აბსოლუტურ ანტისანიტარიაში ეცხოვრა ამდენ ცხოველთან ერთად, მის პროტესტს კი არაფრად აგდებდა. დედა-შვილი ამის გამო ხშირად ჩხუბობდა, ბიჭსაც არაერთხელ უთქვამს მეგობრებთან, რომ ვეღარ უძლებდა ასეთ გარემოს და თავის მოკვლა უნდოდა, თუმცა დედა ნაკლებად ღელავდა ამის გამო.
სავარაუდოდ, დედას გაასამართლებენ, თუმცა ბიჭს ამით აღარაფერი ეშველება.