ყველა კაბა განუმეორებელია ეს მოხუცი ქალბატონი ლილიან ვებერია, რომელიც ყოველდღე აფრიკელი ღატაკი ბავშვებისთვის თითო კაბას კერავს. ლილიანი უკვე 99 წლისაა და საქმიანობას აგრძელებს. მან უკვე 840 კაბა შეკერა და თავისი 100 წლის იუბილესთვის ამ კოლექციის ათასამდე გაზრდას აპირებს. ლილიანი ცდილობს, ყველა კაბა განუმეორებელი იყოს. არც ერთი მათგანი არ ჰგავს წინამორბედს, რადგან მათ შემქმნელს სურს, რომ მფლობელები სამართლიანად ამაყობდნენ განსაკუთრებული სამოსით.