ჰიპოალერგიული და მსუბუქი სასუსნავი ყველაზე პატარებისთვის ჰიპოალერგიული და მსუბუქი სასუსნავი ყველაზე პატარებისთვის, სახლში დამზადებული მარმალადი კეთდება ისეთი ხილისგან, რომელიც შეიცავს ბუნებრივ გამასქელებელს - პექტინს.
მწვანე ვაშლი - ჩემპიონია პექტინის შემცველობით და ამავე დროს ყველაზე ჰიპოალერგიული ხილია. ამიტომ საკონდიტრო ექსპერიმენტები ჯობია დაიწყოთ ვაშლით და ნელ-ნელა დაამატოთ სხვადასხვა ხილი, რომლებიც მდიდარია ბუნებრივი თვისებებით - ქლიავი, ატამი, ჟოლო და სხვ.
რაც უფრო ნაკლებია ფრუქტოზა, მით რბილი გამოვა მარმალადი. იმისათვის, რომ მასა შეიკრას და გამკვრივდეს, აიღეთ ერთნაირი რაოდენობის ხილი და შაქარი. შაქარი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თაფლით (1:1). დესერტი უფრო სასარგებლო გახდება, მაგრამ თაფლიანი მარმალადი 3 წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული. იმისათვის, რომ მოამზადოთ ლამაზი ორფენოვანი მარმალადი, საჭიროა დაელოდოთ, სანამ ერთი ფენა გაცივდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით მეორე ფენა. მარმალადის დამზადება "ცხელი" საქმიანობაა და შესაბამისად პოტენციურად საშიშიც. ამიტომ პატარა მზარეული მოიწვიეთ სამზარეულოში მას შემდე , როცა გაცივდება მარმალადი. მიეცით მას პლასტმასის ფორმები და შეუდგეს საქმეს.
მასალად საჭიროა:
300 გრ. მომჟავო-მოტკბო ვაშლი
150 გრ ატამი
250 გრ ფრუქტოზა (ან შაქარი)
მომზადება:
ხილი გარეცხეთ, ვაშლებს ამოაჭერით შუაგული, ატამს გამოაცალეთ კურკები. ვაშლისა და ატმის პიურე მოამზადეთ ცალ-ცალკე და ცხელ-ცხელი ათქვიფეთ ბლენდერში. მიღებულ მასას დაუმატეთ შაქარი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე,ურიეთ პერიოდულად ხის კოვზით შესქელებამდე. მზა მარმალადის შესამოწმებლად ჩაარჭეთ კბილის საწმენდი ჩხირი, თუ მას ამოჰყვა შესქელებული მასა, მაშინ მარმალადი მზადაა.