ორივე ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა ბავშვისთვის დაგჭირდებათ:
ყვავილოვანი კომბოსტო
ბროკოლი
მაგარი ყველი - 50გრ,
მარილი
მომზადება:
ყვავილოვანი კომბოსტო ჰიპოალერგიული პროდუქტია, ამიტომ იგი 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც არის რეკომენდირებული. 2 წლიდან შეგიძლიათ მისცეთ როგორც მოხარშული, ასევე მოთუშული და ღუმელში გამომცხვარიც.
ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი გარეცხეთ და გააცალკევეთ. ჩადეთ ადუღებულ წყალში და ადუღეთ 7 წთ. ყველი გახეხეთ სახეხზე და მოაყარეთ საფანელი. სანახევროდ მოხარშული ბოსტნეული დაწურეთ საწურზე, მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში და მოაყარეთ ყველი. შედგით ღუმელში 25-20 წუთით, სანამ ზედაპირი არ დაებრაწება. ზევიდან შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი და მარილი გემოვნებით.