შველის ბრონქიტს, ანგინას, ყურის ანთებას, ჰაიმორიტს, კბილის ტკივილს, დერმატიტს... ეს მალამო ძალიან ადვილად მზადდება და ძალიან ეფექტურია. წარმატებით შველის ბრონქიტს, ანგინას, ყურის ანთებას, ჰაიმორიტს, კბილის ტკივილს, დერმატიტს, ცხიმგროვას, გართულებულ ნანემსარს, ტრავმას, დაბეჟილობას, ჭრილობას, სახსრების ანთებას, დიათეზს, წყლულებსა და ქალურ დაავადებებს.
ძალიან კარგი შედეგი აქვს დამწვრობის შემთხვევაშიც, ასე რომ, ეს მალამო ოჯახის ყველა წევრს გამოადგება ასაკის მიუხედავად. თანაც, უკუჩვენება არ გააჩნია.
მომზადება: მოხარშეთ კვერცხი, ამოაცალოთ გული და თეფშზე ოდნავ გასრისეთ. ემალის ჭურჭელში ჩაასხით 2 ჭიქა ხარისხიანი რაფინირებული მცენარეული ზეთი. დაამატეთ ფუტკრის ცვილის დაახლოებით ასანთის კოლოფის ზომის ნაჭერი. დადგით ნელ ცეცხლზე და დაელოდეთ სანთლის გადნობას. ამის შემდეგ ნამცეც-ნამცეც ჩაყარეთ ამ მასაში კვერცხის გული. მასა აქაფდება, ამიტომ მზად იყავით, რომ ქვაბი უცებ გადმოდგათ ცეცხლიდან. როგორც კი ცხიმი "დაწყნარდება", ისევ შემოდგით ცეცხლზე, განაგრძეთ კვერცხის ნამცეცების ჩაყრა და განუწყვეტლივ ურიეთ. მასა ფერს შეივლის და მუქი ყავისფერი გახდება.
გადმოდგით ცეცხლიდან და 15-20 წუთით გააჩერეთ. შეარჩიეთ მისთვის ჭურჭელი და ჩასხმის დროს თან მარლაში გაწურეთ. რაც მარლაში დარჩება, გადააგდეთ. როცა გაცივდება, დაახურეთ თავსახური და მაცივარში შედგით. ინახება 10 თვის განმავლობაში.
რას კურნავს ეს მალამო და როგორ უნდა გამოიყენოთ ამა თუ იმ დაავადების დროს:
1. სუფრის კოვზი მალამო წყლის აბაზანაზე 40 გრადუსამდე შეათბეთ და გამოიყენეთ ჰაიმორიტის დროს. ამოიღეთ "პიპეტკით"და ჩაიწვეთეთ ცხვირში ორჯერ ერთსაათიანი ინტერვალით. მასამ გაცივება რომ არ მოასწროს, პროცედურა სწრაფად ჩაატარეთ.
2. ოტიტი: დაახვიეთ ბამბის ტამპონი, დაასველეთ მალამოში და ყურში ჩაიდეთ.
3. ყელის ტკივილისა და ანგინის დროს შეიზილეთ ყელზე მალამო და დაიფინეთ კომპრესი.
პროცედურა ყოველ საათში ერთხელ ჩაიტარეთ.
4. ბროქნიტისა და კუჭნაწლავის პრობლემების დროს დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 ჩაის კოვზი მალამო ჩაყლაპეთ.
5. ქალური დაავადებების დროს მალამო ტამპონზე უნდა წაუსვათ და საშოში მოათავსოთ. გაიჩერეთ დილიდან საღამომდე ან ღამის განმავლობაში.
6. მასტიტის დროს მკერდზე მალამოთი გაჟღენთილი ხელსახოცი დაიფინეთ. გამოიცვალეთ ყოველ 2 საათში.
7. ჭრილობაზე ან კბილის ტკივილზე მალამო გარედან წაისვით.
8. განგრენისა და წყლულებისთვის მალამოთი გაჟღენთილი დოლბანდი ყოველ 2 საათში გამოცვალეთ.
9. თუ ყოველ ღამე შეიზელთ, ამაგრებს ფრჩხილებს.
აუცილებლად გაითვალისწინეთ: თუ შინაგანი მოხმარებისთვის გინდათ, ზეითუნის ზეთი ჯობს.
ასევე: სანამ გამოიყენებთ რჩევა უნდა ჰკითხოთ ექიმს (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენების შემთხვევაში), რადგან მასში შემავალი ინგრედიენტები შესაძლოა ზოგიერთისთვის ალერგიული რეაქციის გამომწვევი იყოს.