პირველად პროფილაქტიკისთვის მიიყვანეთ ექიმთან ხშირად მშობელი გაკვირვებულია, როცა იგებს, რომ მის 1 წლის ბავშვს კარიესი აქვს. ასეთ პატარებს ხშირად აქვთ პირის ღრუს დაავადებებიც: ინფექციები, შეცვლილი კბილის ფერი, ასევე პრობლემები მეტყველებასთან და კვებასთან დაკავშირებით.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გათვალისწინებით გაეცანით ბავშვთა სტომატოლოგების რეკომენდაციებს ადრეული ასაკის ბავშვებში.
თუ ბავშვი ძილის წინ ბოთლიდან სვამს წყალს, არ მისცეთ სხვა სითხე, წყლის გარდა.
რძიანი, ტკბილი სასმელები ასევე ხილის წვენები საშიშია კბილებისათვის. პირის ღრუში ისინი ქმნიან ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს მთელი ღამის განმავლობაში.
არ ჩააწოთ მატყუარა რაიმე ტკბილში.
დაგეგმეთ ვიზიტი ბავშვის სტომატოლოგთან 1 წლის ასაკში. იგი მოგცემთ აუცილებელ რეკომენდაციებს, როგორ მოუაროთ ბავშვის პირის ღრუს და დანიშნავს შემდეგი ვიზიტის თარიღს.
თუ ბავშვი კბილებს ფტორის შემცველი კბილის პასტით იხეხავს, დააზუსტეთ, საჭიროა თუ არა ბავშვისთვის ფტორის დამატებით მიღება.
დიდი ხნის განმავლობაში მატყუარას ხმარებამ, შეიძლება ცუდად იმოქმედოს თანკბილვის ფორმირებაზე.
თუ ორი კბილი ერთმანეთს ეხება, უკვე შეგიძლიათ იხმაროთ კბილის ძაფი.
მოერიდეთ წვენებს, რომლებიც შეიცავს შაქარს.
კბილის ჯაგრისისა და ძაფის გარდა ბავშვმა შეიძლება გამოიყენოს საღეჭი რეზინი - ქსილიტით, უშაქროდ, რათა მოახდეს ნერწყვის სტიმულირება, რაც დაეხმარება პირის ღრუს სისუფთავის შენარჩუნებაში.
მოერიდეთ ტკბილ გაზიან სასმელებს, რომლებიც აფუჭებენ კბილის ემალს; სხვა ტკბილი სასმელებიც, მაღალი მჟავიანობისა და შაქრის გამო, ცუდად მოქმედებენ კბილებზე.
ბავშვს უნდა მისცეთ დრო და საშუალება, შეეგუოს გარემოს, თავად მოსინჯოს სავარძელი, შეისწავლოს ახალი სივრცე. მერე მშვიდად გააღებს პირს და მისცემს ექიმს საშუალებას, დაუთვალიეროს კბილები. სასურველია, ბავშვი ერთსა და იმავე ექიმთან ატაროთ. ის არა მხოლოდ დროულად უმკურნალებს, დაუმეგობრდება კიდეც თქვენს შვილს.
ექიმთან ვიზიტის დროც გაითვალისწინეთ - ბავშვი კარგ ხასიათზე უნდა იყოს (ძილის ან ჭამის მერე). შინაც ათამაშეთ ექიმობანა, რომ მიეჩვიოს ამ მდგომარეობას, თავი იგრძნოს იმ ამპლუაში, რომლისაც ეშინია. არასდროს დაემუქროთ ექიმით და ნემსით - ესეც ყოველთვის გახსოვდეთ, არა მხოლოდ კბილებთან დაკავშირებული პრობლემებისას.
და კიდევ, სტომატოლოგთან ვიზიტი არ უნდა იქცეს კვირის მთავარ მოვლენად. ჯობს, ამის მერე კიდევ სხვაგან, რაიმე ჩვეულ საქმეზე გაეშუროთ, ან უბრალოდ გაისეირნოთ. სტომატოლოგთან ვიზიტი ბავშვისთვის ჩვეული პროცედურა უნდა იყოს, რომელიც არ მოითხოვს მორალურ სამზადისს რამდენიმე დღის განმავლობაში.
ბავშვთა სტომატოლოგიური შეღავათიან ფასებში და ხარისხიანად აქ მოგემსახურებათ