ხუთი სასარგებლო რჩევა ფეხსაცმლის ოსტატისგან ხუთი სასარგებლო რჩევა ფეხსაცმლის ოსტატისგან
1. წყლისა და მაცივრის დახმარებით – დაგჭირდებათ ორი პაკეტი. პაკეტები წყლით გაავსეთ, დაახლოებით მეოთხედი წყალი ჩაასხით და პირი მოუკარით. მერე ცადეთ ფეხსაცმელში, მთელ ფეხსაცმელზე გაანაწილეთ პაკეტის მოცულობა. მერე კი ფეხსაცმელი საყინულეში შედეთ. დაელოდეთ, სანამ წყალი მთლიანად გაიყინება. გამოიღეთ საყინულიდან და 20 წუთი დაელოდეთ. მას მერე, რაც ყინული ცოტა გადნება, ამოიღეთ პაკეტები და შიგნიდან გაწმინდეთ ფეხსაცმელი.
2. ფანჯრების საწმენდი სპირტგარეული სითხე მოასხით ფეხსაცმელს და სქელ წინდაზე ამოიცვით. იარეთ ასე ერთი საათი.
3. იგივე ფანჯრების საწმენდი სპირტიანი სითხე დაასხით არა მთელ ზედაპირს, არამედ მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც დისკომფორტს გრძნობთ. იარეთ ასე ერთი საათი.
4. თუ მხოლოდ ფეხსაცმლის უკანა ნაწილი გტკენთ ფეხს, მას ფრთხილად შეგიძლიათ ჩაქუჩი დაარტყათ, რომ ოდნავ ჩაიჩეჩქვოს.
5. თუ ფეხსაცმელი ჭრაჭუნობს, ფეხსაცმლის ზეთით ან სპეციალური კრემით დაამუშავეთ.