ბევრი დედა მხოლოდ იმიტომ აჩენს შვილს, საკუთარი ამბიციების რეალიზება მოახდინოს ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ ბევრი დედა მხოლოდ იმიტომ აჩენს შვილს, საკუთარი ამბიციების რეალიზება მოახდინოს. ბავშვები მათ ხელში თოჯინებივით არიან, როგორც უკანასკნელი მოდელის ტექნიკა, რომელიც ყველას უნდა წარუდგინო. ამ ქალებს არ ესმით კრიტიკა მათი მისამართით, მხოლოდ საკუთარი სურვილისამებრ იქცევიან.
ეს პატარა გოგონა ჯერ ორი წლისაც არ არის, დედამისს კი მტკიცედ სჯერა, რომ მისი ადგილი ნამდვილად სცენაზეა. ბობის დედა სტეფანი ბოიდენი დარწმუნებულია, რომ არაფერია დასაძრახისი, თუ მისი გოგონა საცეკვაო კონკურსებზე გამოვა. შავ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, შინიონ-მორგებული ბავშვი პრესაში უკვე მონათლეს "ბები-ბიონსედ", თვით სტეფანის კი ბავშვის მიმართ გულგრილ და სასტიკ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.
საზოგადოების აზრით, გოგონა მეტისმეტად პატარაა ამგვარი გამოსვლებისა და ასეთი დატვირთვებისთვის. ბავშვის დედა კი ამტკიცებს, რომ ბობი სცენაზე თავს მშვენივრად გრძნობს და იმაზე ტირის, იქიდან წამოყვანას თუ დაუპირებენ. თუმცა ბოლოს, როცა ერთ-ერთ შოუზე მიიყვანა, ბავშვმა პირიქით – ცეკვა გააპროტესტა და გაღიზიანდა, როცა ბიონსეს ცნობილი ჰიტი ჩაურთეს.
ბობის მომავალში ალბათ მოუწევს იმ ბავშვების რიგში ჩადგომა, რომლებიც მშობლებს ნამდვილ თოჯინებად უქცევიათ – კონკურსიდან კონკურსზე დაატარებენ, მაკიაჟით, მაღალი ქუსლებით, ბრჭყვიალა და დიდური კაბებით ამკობენ, მათი მეშვეობით ამბიციებს იკმაყოფილებენ, კარგ ფულსაც შოულობენ, ბავშვებს კი ბავშვობას უკარგავენ. ერთი ასეთი ბავშვის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სტატია.