ვერც ექიმები ხსნიან ამ ამბავს 22 წლის ინგლისელი კრისტი ფლეტჩერი რეგულარულად სვამდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, მაგრამ მაინც დაორსულდა და თანაც – სამი ტყუპი გააჩინა.
კრისტის პირველი შვილი ჰყავდა და გადაწყვიტა, ცოტა ხანს შეესვენა. ამიტომ დაიწყო კონტრაცეპტივების დალევა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ უგუნებობა იგრძნო და რაღაც იეჭვა. ექიმთან მისულმა აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. კიდევ მეტი სიურპრიზი იყო – სამი ტყუპი.
მან ეს ამბავი სასწაულად მიიღო, ვერც ექიმები ხსნიან ამ ამბავს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ არაერთკვერცხუჯრედიანი სამი ტყუპის გაჩენის შანსები 25 ათასიდან ერთს უდრის. ჩვეულებრივ, არაერთკვერცხუჯრედიანი ტყუპი ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ იბადება, თუმცა კრისტი არა მხოლოდ ასე დაორსულდა, თან – კონტრაცეპტივების ფონზე. ეს მართლაც ორმაგად გამაოგნებელია ექიმებისთვის.
იორგი, ისააკი და იაკი რამდენიმე თვის წინ გაჩნდნენ და დედისა და მამის გულებს სამმაგად ახარებენ.
ასევე იხილეთ: მშობლების სამ ტყუპს ერთმანეთისგან მანიკიურით არჩევენ