ძალიან ეფექტური, ჯანსაღი და რაც მთავარია, საკუთარი ხელით მომზადებული ყელის ტკივილის საწინააღმდეგო კანფეტები გაციება და ყელის ტკივილი ცივ სეზონზე ძალიან ხშირი მოვლენაა, დაავადების სიმპტომების მოსახსნელად რას აღარ ვყიდულობთ აფთიაქებში. არადა, მათში საკმაოდ ბევრი ქიმიაა და თურმე სახლშიც შეიძლება საკმაოდ ეფექტური და ბუნებრივი საშუალების მომზადება. ამ ვიდეოგაკვეთილში დაწვრილებით გაეცნობით მისი მომზადების წესებს და გაგაოცებთ, ისეთი მარტივი მოსამზადებელი და სასარგებლო ინგრედიენტების შემცველია.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 ჭიქა შაქარი
½ ჭიქა წყალი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
1 სუფრის კოვზი თაფლი
½ ჩაის კოვზი დაფქული კოჭა
¼ ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი
ჯამში მოათავსეთ ინგრედიენტები და ნელ ცეცხლზე დადგით. კარგად ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. უნდა ურიოთ კარგად ეს ყველაფერი ერთად უნდა წამოდუღდეს. შემდეგ გადმოდგით და 15-20 წუთი დააყოვნეთ.
უფრო დაწვრილებით იხილეთ ვიდეო.
ასეთივე კანფეტები შეგიძლიათ მოამზადოთ სხვა ინგრედიენტებით – მაგალითად, დაუმატოთ პიტნა, ექინაცია, ევკალიპტი.