"ვიღლები, ვერ ვიძინებ, რადგან ღამღამობით მიწევს ადგომა" - ცნობილმა მსახიობმა ქალიშვილი გამოაჩინა 30 წლის მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი ოთხი თვის გახდა დედა, თუმცა მისი ბავშვის ფოტოები ახლაღა გავრცელდა, ისიც, პაპარაცების გადაღებული. სკარლეტი ამბობს, რომ თავს უბედნიერეს ქალად გრძნობს და ნამდვილ ეიფორიაშია. განსაკუთრებით აგიჟებს თურმე ქალიშვილის სუნი. "ისეთი სურნელოვანია. ვერც კი აღვწერ ამ არომატს, მაგრამ მაგიჟებს. ვიღლები, ვერ ვიძინებ, რადგან ღამღამობით მიწევს ადგომა, მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლაა. მცირე გამოცდილება მაქვს, მაგრამ ვცდილობ ვისწავლო", - აღნიშნა სკარლეტმა ბოლოდროინდელ ინტერვიუში და აღიარა, რომ როუზის დაბადებამ მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება მოიტანა.