მშობლებს რომ ჰკითხო, ეს აკრძალვები ბავშვების საკეთილდღეოდაა ბავშვებს ბევრ რამეს ვუკრძალავთ. მშობლებს რომ ჰკითხო, ეს აკრძალვები ბავშვების საკეთილდღეოდაა. სამწუხაროდ, ბავშვები ვერ ვხვდებიან უფროსების "კეთილ" ზრახვებს. ბრაზობენ, თავის თავში იკეტებიან, ჰგონიათ, რომ მშობელს არ უყვარს. როგორ უნდა აუკრძალოთ სწორად, რომ ზედმეტი გაღიზინება და მტკივნეული პროტესტი არ გამოიწვიოთ.
აუკრძალეთ ის, რაც მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია
ნუ შეაშინებთ ბავშვს მუქარებით, რომელიც ამა თუ იმ წესის დარღვევას მოჰყვება. ამით ნუ ეცდებით სასურველის მიღწევას. ამით შეიძლება ფობიები და შიშები ჩამოუყალიბდეს, რისგან გათავისუფლება ძალიან გაგიჭირდებათ.
აუკრძალეთ შეთნხმებულად
საშიში და კატეგორიული აკრძალვები სწორი აკრძალვებით შეცვალეთ. მაგალითად, მაკრატლის აღება არ შეიძლება, სამაგიეროდ დედა გამოჭრის ყველაფერს, რაც გჭირდება. აუხსენით მიზეზიც, რა შეიძლება მოჰყვეს მაკრატელთან ურთიერთობას. იგივე გაიმეორეთ სხვა საშიშ ნივთებთან მიმართებაშიც.
აუკრძალეთ ყვირილის გარეშე
ყვირილი არასოდეს არ არის გამართლებული, არც ეფექტურ გამოსავლად გამოდგება. იყავით მკაცრი და მკაფიოდ დააფიქსირეთ აკრძალვებიც და წესებიც - ეს აუცილებელია. მოიფიქრეთ თამაში, სადაც კოდურ სიტყვებს თავისი მნიშვნელობა ექნება. მაგალითად: "ცეცხლი" - ნიშნავს "გაჩერდის". "ცა" - მოდი აქ, და ა. შ. თამაშში გართულ ბავშვს შეიძლება მოწოდებები ვერ გააგონოთ, სამაგიეროდ სიტყვებზე გამომუშავებული რეფლექსი ყოველთვის იმუშავებს.
აკრძალვა თითქოს ყველაზე ადვილი ღონისძიებაა, სამაგიეროდ მისგან სარგებლის მიღება საკმაოდ რთულია. ტერორი და ბავშვის დაშინება საამაყო მიღწევა ნამდვილად არ არის. კარგი მშობელი აკრძალვის დაწესებას ყოველგვარი სტრესის გარეშე უნდა ახერხებდეს.
ბავშვმა რომ ყოველთვის დაგიჯეროთ - ჭკვიანური შენიშვნის ფორმულა