სხვადასხვა ეპოქაში მოდური არა მხოლოდ სამოსი თუ ინტერიერი შეიძლება იყოს, არამედ სახელებიც. სულ უახლოეს წარსულსაც რომ გადავავლოთ თვალი, მეოცე საუკუნეში მაგალითად, რამდენიმე სახელი იყო ძალიან აქტუალური - მაგალითად, ნინო, გიორგი, მარიამი, დათო, და ახალშობილების უმრავლესობას ამ სახელებს არქმევდნენ. ეს ტენდეცია დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, XXI საუკუნეშიც გადმოჰყვა, თუმცა 21-ე საუკუნეს ჰქონდა თავისი "ჰიტები" - ლიზი, მარი, საბა, ლუკა, ანდრია, მათე, ანა და ა.შ.
ბოლო პერიოდში, როგორც საზღვრებს გარეთ, ისე ჩვენს ქვეყანაში, ასევე ერთგვარ ტენდენციად იქცა უჩვეულო სახელების დარქმევა, იშვიათის ან სულაც, უნიკალურის, რომელიც სხვას არავის ჰქვია.
სწორედ ამის დასტურად შეიძლება იმ ცნობილების შვილების სახელები მოვიყვანოთ, რომელთაც არ შეეშინდათ საზოგადოების რეაქციის და გამორჩეული სახელები დაარქვეს პატარებს. რასაკვირველია, თავდაპირველად ამაზეც იყო მითქმა-მოთქმა თუ გაუგებრობა, მაგრამ თანდათან ესეც ჩვეულ მოვლენად იქცა და ასეც უნდა ყოფილიყო.
ერთ-ერთი პირველები, ვინც გამორჩეული სახელი დაარქვეს შვილს, გიორგი ყიფშიძე და მისი ყოფილი მეუღლე ენი იყვნენ - ვაჟს კოსმო დაარქვეს, გოგონას კი - ლუნა.
მსახიობ გიორგი მახარაძის გოგონას სახელმაც თავიდან დააბნია საზოგადოება, რადგან გიორგისა და მარიამ ნადირაძის გოგონას ნიკა ჰქვია.
გაოცების გარეშე არ ჩაუვლია ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ბიჭების სახელებს - ჯერი და სემი.
ნუკი კოშკელიშვილმა, რომელიც ამერიკაშია გათხოვილი და ბავშვიც იქ გააჩინა, შვილს ოლივერი დაარქვა და ოვის ეძახის.
მომღერალ სოფო ნიჟარაძის ქალიშვილის სახელი ელის მარიაა.
ჯანო იზორიამაც შვილს იშვიათი სახელი - თებე დაარქვა, ხოლო ანკა ვასაძის მეორე ქალიშვილის სახელი ტუსიაა; თამუნა მუსერიძის ქალიშვილსაც უჩვეულო სახელი ჰქვია - ანიკა, ლევან ქარაზანაშვილის ქალიშვილს - ოლივია, ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის ქალიშვილს - თრინითი-მართა; ნანუკა გოგიჩაიშვილის ქალიშვილებსაც ქართული რეალობისთვის იშვიათი სახელები აქვთ - ნიკოლი და ავა. ასევე იშვიათი სახელი დაარქვეს შვილს გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ - გალაკტიონი, და გალას ეძახიან.
ბოლო პერიოდში იშვიათი სახელები დაარქვეს შვილებს ასევე, ახალბედა დედამ თათია თექთურმანიძემ - ელაია, და გიორგი დანელიამ და მისმა მეუღლემ მეორე ქალიშვილს - მილა. ნათია თოდუასა და მეუღლეს დავით ზურაბაშვილს კი პატარა ჰუგო ჰყავთ.