ერთი ოჯახური წყვილი ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად ერთი ოჯახური წყვილი ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ის-ის იყო გაიღვიძა ქალმა, ფანჯრიდან გაიხედა და მეზობელი დაინახა, რომელიც სარეცხს ფენდა.
- შეხედე, რა ჭუჭყიანი სარეცხი აქვს, - უთხრა ქმარს.
კაცი გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია.
- ალბათ, ცუდი ფხვნილი აქვს ან რეცხვა არ იცის. უნდა ვასწავლო ერთი.
და ასე იყო ყოველ ჯერზე: როცა მეზობელი ქალი სარეცხს ფენდა, ახალმობინადრე გაოცებას ვერ მალავდა, რა ჭუჭყიანს ფენსო.
ერთ მშვენიერ დილასაც, ფანჯრიდან გაიხედა და წამოიძახა:
- ვა! დღეს რა სუფთა თეთრეული აქვს! ეტყობა, ისწავლა რეცხვა!
- სულაც არა, - უპასუხა ქმარმა, - უბრალოდ, დღეს ადრე ავდექი და ფანჯრები გავწმინდე.