ყვავილი ჩვენი ცხოვრების არამხოლოდ ლამაზ და სასიხარულო დღეებს ამშვენებს. ეს ლამაზი ქმნილება ყველაზე მწარე და ტკივილიან მოვლენებსაც ახლავს თან. ახლობლების საფლავების ყვავილებით გალამაზებაც ისევე საჭიროა, როგორც კარ-მიდამოსი. გარდა ამისა, მართლმამდიდებელი ეკლესია კვირას, 19 ივნისს (აღდგომის 50-ე დღეს) სულთმოფენობას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძარში ყვავილების უნდა აკურთხოთ, რომელიც მერე უნდა გაახმოთ და მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ. ამიტომ დავინტერესდით, რომელი ყვავილების დარგვა სჯობს საფლავზე და რომელი ყვავილები ხმება ლამაზად, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფორმას შეინარჩუნებს.
რჩევებს გვაძლევს ამ საქმის მცოდნე, ყვავილების დიდი მოყვარული ქალბატონი ინგა ხანჯალიაშვილი:
ხოლო სასაფლაოზე დასარგავად უმჯობესია ბოლქვოსნები, რომლებიც მრავალწლიანი მცენარეებია: ტიტა, ნარცისი, კროკუსები, გიაცინტები, ასევე ზამბახები მრავლდება ადვილად და ულამაზეს მწვანე ბუჩქს ქმნის. კარგია ასევე ქრიზანთემები, როგორც ჯუჯები, ასევე მაღალი.
კროკუსი
გიაცინტები
ქრიზანთემები
არ სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა, არც ხშირ მორწყვას მოითხოვენ. ყვავილობენ ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ასევე კარგია ვარდების დარგვა შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე.