როგორ ავარჩიოთ ჟელიბონი და ბავშვების საყვარელი სხვა ტკბილეული - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ჟელიბონი და მარშმელოუ - ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტკბილეული. ალბათ, არ არსებობს პატარა, რომელსაც სხვადასხვა ფორმის, ფერადი ჟელიბონები არ უყვარდეს. პატარა კი არა, ასეთი დიდი ადამიანის პოვნაც კი ძნელი იქნება.
განსაკუთრებული პოპულარობის პარალელურად, საზოგადოებაში ბევრს ლაპარაკობენ ჟელიბონისა და მარშმელოუს სიჯანსაღეზე. მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ჟელიბონში არაფერია მავნე და საზიანო, თუ მას სწორად შეარჩევთ. პროდუქტის შერჩევის წესები კი ასე გამოიყურება:
ქართულ ბაზარზე არსებულ მრავალფეროვან შეთავაზებებში დღეს განსაკუთრებული ადგილი უკავია ბრენდს Fini, რომელიც პატარებსა და მათი ოჯახის წევრებს ჯანსაღ ტკბილეულს, ჟელიბონს, მარშმელოუსა და საღეჭ რეზინებს სთავაზობს. ეს გახლავთ ესპანური ბრენდი, რომელიც 1971 წლიდან ქმნის საბავშვო ტკბილეულს. ამჟამად ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიცაა წარმოდგენილი. Fini-ს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც „ევროპროდუქტის“ ონლაინ მაღაზიაში, ისე ფიზიკურ ლოკაციებზე.
Fini -ს მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც უგლუტენო და ულაქტოზო, ისე ვეგანური ტკბილეული. არც ერთი მათგანი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს. გენმოდიფიცირებული საკვები გარდა იმისა რომ მავნეა ზოგადად ჯანმრთელობისთვის, ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ეს უკანასკნელი კი ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, პატარებმა არაგენმოდიფიცირებული ტკბილეული მიირთვან. მათ ხომ ტკბილეულის რაოდენობის კონტროლი უჭირთ კიდეც.
Fini-ს ტკბილეული ნატურალური და ჯანსაღი მცენარეული ინგრედიენტებისგან მზადდება. მასში მინიმუმამდეა დაყვანილი შაქრის შემადგენლობაც, ხოლო შაქრის მაგივრად ბრენდი იყენებს ნატურალურ დამატკბობელს როგორიცაა - ხილის წვენი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დარწმუნდებით, რომ სულაც არ არის საჭირო უარი თქვათ ტკბილეულზე, რომელიც ნამდვილი დღესასწაულია. უბრალოდ სწორად შეარჩიეთ ის და აავსეთ თქვენი ყოველი დღე მხიარულებით.
R