"საქართველოში გთხოვენ, რომ შენი თავი მშობელს შესწირო და თუ არ შესწირავ, მაშინ არარაობა ხარ. არავის ისე არ უნდა მამაჩემის კარგად ყოფნა, როგორც მე, ჩემზე უფრო არავის არ უყვარს... ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, აგონიაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამის შემდეგ დავწერე ვრცელი პოსტი და ამას მოჰყვა საშინელი ტალღა ჩემი ნათესავების. ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, რომ ნანიკომ მამა გადააგდო, ჩააბარა...
მამა ნელ-ნელა დამძიმდა, მომვლელი კი ჰყავდა, ვცდილობდით კომფორტულად ეცხოვრა, მაგრამ არ გამოვიდა. გაუსაძლისი იყო მართლა. სახლიდან ყველაფერი გავიტანე, რაც მამასთვის საშიში იყო.... ღეში ათასი ზარი არ შემოდიოდა, რომელიც მთხოვდა, გახარია გამეყვანა სახლიდან, ან მეუბნებოდა, რომ ია ფარულავა იყო სახლში, რადგან მას ტელევიზიით ხედავდა და ასე შემდეგ… ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამ დროს მე დავიწყე ძებნა ამ ტიპის სახლების.
როდესაც მივიყვანე, ძალიან კარგად მიიღეს და იქ დამშვიდდა. იქიდან არც ერთხელ არ გაქცეულა და მივხვდი, რომ ეს ის არის, სადაც არის მამა... იქ სტუდენტებიც კი მიუყვანეს, ლექციებს ატარებდა, თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა... დღემდე ახსოვს სამსახური, მუსიკა და ნანიკო, მე მისთვის ყველაფერი ვიყავი ყოველთვის...
ყველაზე მძიმე იმის გააზრებაა, რომ ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს", - ამბობდა ნანიკო "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.