ნიკოლ კიდმანის უმცროსმა ქალიშვილმა საზოგადოება გამოჩენისთანავე მოხიბლა. სოცქსელებში აღნიშნავენ, რომ გოგონამ უფროსი და დაჩრდილა.
ნიკოლ კიდმანის ქალიშვილები წითელ ხალიჩაზე ერთად პირველად გამოჩნდნენ, ამიტომ პრესის თითქმის მთელი ყურადღება მათკენ იყო მიპყრობილი.
AFI Life Achievement Award-ის რიგით 49-ე ცერემონია ლოს-ანჯელესის Dolby Theatre-ში შაბათ-კვირას გაიმართა, სადაც ნიკოლ კიდმანს კარიერაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის პატივი მიაგეს. ამერიკის კინოს ინსტიტუტმა ეს ჯილდო ალფრედ ჰიჩკოკს, ელიზაბეტ ტეილორს, სტივენ სპილბერგს, მერილ სტრიპს და ინდუსტრიის სხვა ლეგენდებს მიანიჭა. ახლა ლაურეატებს შორის ნიკოლ კიდმანის სახელიც არის.
ეს საღამო მსახიობისთვის განსაკუთრებული იყო, ამიტომ მის მხარდასაჭერად არა მხოლოდ გამოჩენილი კოლეგები და მეგობრები, არამედ მთელი მისი დიდი ოჯახი შეკრიბა. შემთხვევის გმირი ღონისძიებაზე Balenciaga-ს მდიდრული ოქროსფერი კაბით გამოჩნდა. მის გვერდით სმოკინგში გამომწყობილი ქმარი კიტ ურბანი და მათი ქალიშვილები, 15 წლის სანდი როუზი და 13 წლის ფეით მარგარეტი პოზირებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე გოგონა ლამაზია, იმ საღამოს მთელი ყურადღება 13 წლის ფეითზე იყო მიმართული.
ნიკოლმა უფროს ქალიშვილზე თავად იმშობიარა, უმცროსი კი სუროგატმა დედამ გააჩინა, თუმცა ის წყვილის ბიოლოგიური შვილია. საინტერესოა, რომ მსახიობს ქალიშვილისთვის ეს ფაქტი არ დაუმალავს და 7 წლის ასაკში ის ქალი გააცნო კიდეც. შეხვედრაზე ფეითმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა და საუბარი ამით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების უმეტესობა არ უმჟღავნებს შვილებს ამ საიდუმლოს სრულწლოვანებამდე, კიდმანმა ეს უფრო ადრე გადაწყვიტა.
ახალგაზრდა ცისფერთვალება გოგონა ყავისფერი თმით ხალიჩაზე ნარინჯისფერ-ალისფერი თევზის კუდის სტილის კაბაში პოზირებდა და თავისი ბუნებრივი სილამაზით ყველა მოხიბლა. თუმცა, ჯერ კიდევ ერთი დღით ადრე, როდესაც ინტერნეტში სიდნეის აეროპორტიდან გოგონების კადრები გამოჩნდა, სოციალურ ქსელში ბევრი წერდა, რომ „ფეიტი დედაზე და დაზე ბევრად ლამაზია“.
"უფრო მიმზიდველია, ვიდრე მისი ორივე მშობელი", "ლამაზი გოგო", "ძალიან ლამაზი", "იმედია, დედამისივით არ გაინადგურებს სახეს ბოტოქსებით და ფილერებით," - წერენ კომენტარებში.
ფეითის მარჯვნივ გოგონა სიბილ ჰეულია, მსახიობის 17 წლის დისშვილი. მისი დედა ნიკოლის უმცროსი და ანტონია (სურათზე შავ-თეთრ კაბაში) გახლავთ.