ამბობენ, რომ ამ ქორწილმა უკვე მოხსნა რეკორდები და 2024 წლის მთავარ ქორწილად იქცა. მილიარდერ უმარ კამანის და მოდელ ნადა ადელის საქორწინო ცერემონია უკვე შეფასდა 20 მლნ გირვანქა სტერლინგად.
ინდური წარმომავლობის ბრიტანელმა მილიარდერმა, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა 36 წლის, ფული არ დაიშურა. ცნობილია, რომ მისმა ოჯახმა ერთი პატარა სავაჭრო ჯიხური წლების განმავლობაში მოდის ონლაინ იმპერიად აქცია - Pretty Little Thing-ად. არც ფული დაიშურა და არც ვარსკვლავი სტუმრები. წვეულებას მუსიკალურად მერაია კერი და ანდრეა ბოჩელი აფორმებდნენ, ცნობილ სტუმრებს შორის კი ნაომი კემპბელი დაიარებოდა.
როგორც გაირკვა, წყვილი სამი წელია დანიშნულია, თუმცა ქორწილს არ ჩქარობდნენ, რადგან გრანდიოზულს გეგმავდნენ. ცერემონიისთვის უძვირფასესი სასტუმრო Grand Allée დაიქირავეს, საფრანგეთში.
პატარძალს რამდენიმე კაბა ეცვა. ერთ-ერთი დიორის კაბა იყო. სიძე კი ტომ ფორდის სმოკინგში იყო გამოწყობილი.
წყვილმა ორი ცერემონია მოაწყო - ერთი ტრადიციული ინდური აღმოჩნდა. დღესასწაულის პროგრამის მიხედვით, იყო თეთრი წვეულება და ბარბექიუ-წვეულება ღია ცის ქვეშ.
გარდა ამისა, მილიარდერმა მონტე-კარლოში ოპერის თეატრი იქირავა, რომელიც ათი ათასი ვარდით მოფინა, უამრავი სანთლით, 25 მუსიკოსი აფორმებდა ამ ყველაფერს და როცა გოგონა დარბაზში შევიდა, უმარი მუხლზე დაეშვა და 21-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი მიართვა.