საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება 30 აპრილს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
აქვე აღნიშნულია, რომ უქმე დღეები არ ვრცელდება:
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ უქმე დღეებში სკოლები, ბაღები, საჯარო სამსახურების დიდი ნაწილი დაისვენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდი გამოცხადებულია უქმე დღედ. 11 მაისიდან მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
იმ პირებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 11 მაისიდან მიეცემათ. ხოლო იმ პირებს, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე აღნიშნულ პერიოდში აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ, ეტაპობრივად, 11 მაისიდან, კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ.
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 13 მაისი.
ასევე, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს საპენსიო სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ სივრცესა და იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ერთეულებში არ იქნება შესაძლებელი სააგენტოსთან დაკავშირებული მომსახურების მიღება.
აღნიშნულ პერიოდში იმუშავებს საპენსიო სააგენტოს ცხელი ხაზი - 1480, 10:00 დან -17:00 საათამდე.
რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებს, შეგიძლიათ, კონკრეტულ დაწესებულებაში წინასწარ გადაამოწმოთ მუშაობის განრიგი. მაგალითად, ევექსის პოლიკლინიკებში განგვიცხადეს, რომ დასვენება შეეხება მხოლოდ 9 მაისს, დანარჩენ დღეებში კლინიკები ჩვეულებრივ ფუნქცინირებენ.
თამარ იაკობაშვილი