ჩვენი ორგანიზმის საოცარი დამცავი ფუნქციები - რატომ გვამთქნარებს ან გვეხორკლება კანი?
ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ რთული სისტემებისგან შედგება. ერთ-ერთი ასეთი სისტემაა ადამიანის სხეულის დაცვითი სისტემა. იგი ძალიან ბევრი სხვადასხვა მავნე ფაქტორისგან გვიცავს, რომელმაც შეიძლება ზიანი მოუტანოს ჩვენს ორგანიზმს.
მოგიყვებით ადამიანის სხეულის 10 დამცველობით ფუნქციაზე.
მთქნარება
მთქნარების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ჩვენი ტვინის გაგრილება გადაძაბვისა და გადახურებისაგან.
დაცემინება
ვაცემინებთ მაშინ, როცა ცხვირის ღრუში გროვდება ბევრი ალერგენი, მიკრობი, მტვერი ან სხვა გამღიზიანებლები. დაცემინების დროს გარეთ გამოიდევნებიან „დაუპატიჟებელი სტუმრები“.
გაჭიმვა
ჩვენ ვიზმორებით, რათა ორგანიზმი მოვამზადოთ იმ ფიზიკური დატვირთვისთვის, რომელიც მოსალოდნელია მთელი დღის განმავლობაში. გაჭიმვის დროს ვარჯიშდება კუნთები, აღდგება სისხლის მიმოქცევა და უმჯობესდება გუნება-განწყობა.
სლოკინი
როდესაც ადამიანი ჩქარა ჭამს და ყლაპავს დიდ ლუკმებს, ხდება ცდომილი ნერვის გაღიზიანება, რომელიც მჭიდრო კავშირშია კუჭთან და დიაფრაგმასთან. ამიტომაც ვასლოკინებთ.
მიოკლონური კრუნჩხვები (ძილში შეკრთომა)
ეს ის გრძნობაა, როდესაც შედიხარ ღრმა ძილის ფაზაში და სწორედ ამ მომენტში მთელ სხეულზე თითქოს დენს გარტყამენ, კრთები. ამ დროს ყველა კუნთი იკუმშება, ადამიანი შეხტება და ეღვიძება. საქმე ისაა, რომ როდესაც ადამიანი ჩაიძინებს (განსაკუთრებით დაღლილობის ან ემოციური დატვირთვის დროს არის ასეთი შემთხვევები), სუნთქვის სიხშირე მკვეთრად ეცემა, პულსი შენელებულია და კუნთები - მოდუნებული. მსგავს მდგომარეობას ტვინი აღიქვამს როგორც სიკვდილის წინა პერიოდს, ამიტომ ის მაშინვე ცდილობს მის გადარჩენას.
კანის შეჭმუხვნა ტენისგან
ხელის თითების შეჭმუხვნა დიდ როლს ასრულებს. ამ დროს ორგანიზმი ძლიერ ტენიანდება (ხშირად ეს ბანაობის შემდეგ ხდება), იგი ხვდება, რომ ამა თუ იმ ზედაპირზე იკლებს მოჭიდების ალბათობა, რადგან ბევრი ტენია. იმისთვის, რომ მოიმატოს მოჭიდებამ, კანი ხელისა და ფეხის თითებზე მაშინვე გარდაიქმნება.
მეხსიერების დაკარგვა
არასასიამოვნო მოგონებების გახსენების შედეგად ხშირია მეხსიერების დაკარგვა - ტვინი საბოლოოდ შლის ამ ინფორმაციას ჩვენი მეხსიერებიდან.
ბატის კანი
პირველი და მთავარი ფუნქცია ფორების მეშვეობით კანზე სითბოს გამოყოფის შემცირებაა, რის ხარჯზეც ორგანიზმისთვის იოლია გათბეს არასასურველ კლიმატურ პირობებში. ამიტომ კანის დახორკვლა ხშირად სიცივეში ხდება.
ცრემლები
ცრემლებს დამცველობითი ფუნქცია აქვთ, ისინი თვალში უცხო სხეულის მოხვედრის შემთხვევაში თავისუფალდ გამორეცხავენ მას. ცრემლი ორგანიზმის ემოციური დაცვის ინსტრუმენტია.
დამატებითი გრძნობები
სინამდვილეში ადამიანს უფრო მეტი გრძნობა აქვს, ვიდრე 5 ძირითადი. ყველა მათგანი ასრულებს ჩვენი ორგანიზმის დაცვით ფუნქციას.
მუდამ უნდა ვიყოთ მადლობელი ჩვენი სხეულისა იმისათვის, რომ იგი ყოველდღე მუშაობს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის.