თუ ხელოსანთან სიარული დრო არ გაქვთ, ან თანხა გენანებათ, ამას სახლშიც მოახერხებთ ხშირად ახალი ფეხსაცმელი ვიწროდ გვადგას. გარდა იმისა, რომ საშინელ დისკომფორტს განვიცდით, კოჭრების გაჩენასაც უწყობს ხელს. ამ უსიამოვნებებს ადვილად აიცილებთ თავიდან თუ ფეხსაცმლის აკურატულად გაჭიმვას ისწავლით.
გაჭიმვა რა თქმა უნდა ხელოსანთანაც შეიძლება, რომელიც სპეციალურ აპარატზე. თუ ხელოსანთან სიარული დრო არ გაქვთ, ან თანხა გენანებათ, ამას სახლშიც მოახერხებთ.
1. ფეხსაცმლის შიგთავსი სველი ჩვრით გატენეთ და 6 საათის განმავლობაში გააჩერეთ. ამ დროის განმავლობაში ჩვარს შეიძლება რამდენჯერმე დასჭირდეს დასველება. შემდეგ სქელი წინდა ჩაიცვით და ფეხი ჩადგით. ამ მდგომარეობაში ერთ საათს უნდა გააჩეროთ. გაფართოება რომ შეინარჩუნოს, ისევ გატენეთ ამჯერად დანამული გაზეთებით და გააშრეთ ოთახის ტემპერატურაზე (არა გამათბობელთან).
2. დაამუშავეთ ფეხსაცმელი კასტორის ზეთით ან ვაზელინით. განსაკუთრებით კარგად დაურბილეთ წვერი და ქუსლის ადგილი. ამის შემდეგ სქელ წინდაზე ჩაიცვით და 2 საათით გაიჩერეთ.
3. აიღეთ ორი წყალგამძლე, სქელი ცელოფანი, გაავსეთ წყლით და ფეხსაცმელებში ჩადეთ. შემდეგ ფეხსაცმელი საყინულეში შედგით. დაელოდეთ, როდის გაიყინება წყალი, გამოიღეთ და 20 წუთით გარეთ გააჩერეთ.
4. დანამეთ ფეხსაცმელი სპირტიანი ხსნარით და სქელ წინდაზე ჩაიცვით. გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში.