ღონისძიებას წარუძღვება ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც ისაუბრებს შაფაქის შემოქმედებაზე და წარადგენს ახალ წიგნს „გამომცემლობა პალიტრა L“ მწუხარებას გამოთქვამს სტამბულში 2016 წლის 19 მარტს მომხდარი ტრაგედიის გამო. თურქი მეგობრებისადმი პატივისცემისა და სოლიდარობის მიზნით 29 მარტს 19:00 საათზე მართავს თთურქული კულტურის საღამოს, რომელიც მთლიანად მიეძღვნება თურქულ თემატიკას.
ღონისძიებაზე გაიმართება თურქი მწერლის ელიფ შაფაქის წიგნის - „ღირსების“ (Elif Shafak - Honor) პრეზენტაცია, რომელიც ახლახან ითარგმნა ქართულ ენაზე.
ღონისძიებას წარუძღვება ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც ისაუბრებს შაფაქის შემოქმედებაზე და წარადგენს ახალ წიგნს.
ღონისძიებაზე ასევე მოეწყობა ფოტო გამოფენა-გაყიდვა.
გაიყიდება ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების გოგა ჩანადირისა და ბადრი ვადაჭკორიას ფოტოები თურქული კულტურის თემაზე. ფოტოების გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაერიცხებათ ტერაქტების დროს დაზარალებულ თურქ მოქალაქეებს (ასევე შესაძლებელია, თურქეთის საელჩოს დახმარებით, საჭიროებისამებრ სხვა მიმართულება მივცეთ აღნიშნულ თანხას).
ელიფ შაფაქი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდგარი მწერალი ქალია. წერს ტრადიციებზე, გენდერზე, უმცირესობებზე, ემიგრანტებზე, სუბკულტურებზე, ახალგაზრდა და კოსმოპოლიტურ სულებზე.
„ღირსება“ მსოფლიო ბესტსელერია, ის მწერლის რიგით მე-4 ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და პალიტრა L-ის მიერ გამოიცა.
დრო: 19:00
ადგილი: "ბიბლუსი გალერეა", ჭავჭავაძის ქუჩა N 7