მეხმა მამაკაცს თავზე გადაუარა, მერე კი კენდრას სხეულზე "გაიარა" ერთი წლის კიმბერლი გორდონი საკმაოდ უჩვეულო ვითარებაში დაიბადა. გოგონა საკეისრო კვეთით გაჩნდა მას მერე, რაც დედამისს მეხი დაეცა. ეს ნიუ-მექსიკოს შტატში მოხდა. ელექტრო-დარტყმის შემდეგ ბავშვი გადარჩა, თუმცა შედეგები მაინც არის: გოგონას თმა ახლაც დაელექტროებული აქვს და "ყალყზე უდგას".
ეს მოვლენა შარშან მოხდა, 38 კვირის ორსული კენდრა ვილიანუევა და მისი მეგობარი მამაკაცი ფეიერვერკს უყურებდნენ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს. უცებ იწვიმა, მას ქუხილი მოჰყვა და წყვილი ხეს შეეფარა. სწორედ მაშინ დაეცა ხეს მეხი.
მეხმა მამაკაცს თავზე გადაუარა, მერე კი კენდრას სხეულზე "გაიარა". მაშველებმა კენდრა მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას საკეისრო კვეთა გაუკეთდა.