და-ძმებს გამუდმებით დასცინიან ამ დაავადების გამო ოთხით სეირნობა ვიღაცას შეიძლება, გართობად მოეჩვენოს, მაგრამ ამ თურქული ოჯახისთვის ეს გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა. ხუთი ძმა და და, ოჯახის 19 წევრიდან, იშვიათი უნარშეზღუდულობით იტანჯება – მათ არ ყოფნით წონასწორობა და სიმყარე, რაც ორი ფეხით სიარულს სჭირდება, ამიტომაც მხოლოდ ოთხი კიდურით შეუძლიათ სიარული. ოჯახი თურქეთში ჰატაის პროვინციაში ცხოვრობს.
"ეს ადამიანის განვითარების ძალიან უცნაური დარღვევის საოცარი მაგალითია", - ამბობს პროფესორი ნიკოლას ჰამფრი, რომელიც ორჯერ ესტუმრა უჩვეულო ოჯახს.
და-ძმებს გამუდმებით დასცინიან ამ დაავადების გამო, ოჯახის დანარჩენი წევრები ცდილობენ, როგორმე დაიცვან ისინი. დები დღის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ. მათ შესახებ ფილმი გადაიღეს, რომელსაც "უკუევოლუცია" ეწოდება. ბევრ მეცნიერს, ვისაც სჯერა, რომ ადამიანები ოთხზე დადიოდნენ მაიმუნებივით და შემდეგ "ევოლუციის" შედეგად დაიწყეს ორ ფეხზე სიარული, თურქული ოჯახის მაგალითს ამ ვერსიის მტკიცებულებად მიიჩნევს.
სანამ მეცნიერები ბჭობენ და თეორიებს შეიმუშავებენ, მკურნალობის არანაირი საშუალება არ არსებობს. სავარაუდოდ, და-ძმას ცხოვრების დარჩენილი ნაწილის ასე გატარება მოუწევს.