ერთით მეტი სტატია დავწეროთ, ერთით მეტ ადამიანს დავურეკოთ, რომ ამ ადამიანებს შევახსენოთ, რა არის მათი ძირითადი მოვალეობა ეს წერილი ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვწერა და თავისი გულისტკივილი გაგვიზიარა. დასახელებული ექიმის სახელს შეგნებულად არ ვწერთ, თუმცა წერილს უცვლელად გთავაზობთ იმ იმედით, რომ ასეთი პრობლემები აღარ იქნება:
"ალბათ ყველა დედა დამეთანხმება, რომ როცა ბავშვს რაღაც სტკივა - ეს ყოველთვის სერიოზულია.
ჩემი პატარა 2 საათი გადაბმულად ტიროდა, მუცელში სლოკინივით მოვლითი შეტევები ჰქონდა და ყოველი მათგანის შემდეგ ცრემლებად იღვრებოდა. პედიატრის რჩევით, ესპუმიზანი და ვიბურკოლის სანთელი გავუკეთე, მაგრამ მდგომარეობა არ შემსუბუქდა. პედიატრს დავურეკე ისევ და მითხრა, სასწრაფო გამომეძახებინა. ასეც მოვიქეცი. სასწრაფომ მოსკოვის გამზირზე, მეხუთე საავადმყოფოში გადაგვიყვანა. მივედით თუ არა, მორიგე პედიატრის (სახელს არ დავაკონკრეტებ) კითხვაზე, თუ რა აწუხებდა პატარას - სასწრაფომ უთხრა, რომ სავარაუდოდ მუცელი. პედიატრმა ცინიკურად და საკმაოდ ხმამაღალი ტონით დაუწყო "საქმის გარჩევა" სასწრაფოს ექიმს, რატომ მომიყვანეთ "უბრალო მუცლის ტკივილით" პაციენტი, ეს მე არ მეხებაო. სასწრაფომ თავი იმართლა და 5 წუთი ერთმანეთში საქმის გარკვევისა და ჩემი შეხსენების შემდეგ, რომ ბავშვი ტიროდა და იქნებ ვინმეს გაესინჯა, დაიწყეს გაუთავებელი საბუთების წერა-შევსება+საყვედურები ჩემს მიმართ, რომ მუცლის ტკივილის დროს რატომ არ წავიყვანე პედიატრთან და რატომ მივედი მათთან საავადმყოფოში.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და მოვყვე, იქ რამდენი გვაწვალეს, წამოვედით მომსახურების მიღების გარეშე.
ცალკე თემაა ერთ ოთახში ზუსტად 5 ვირუსიანი ბავშვი, რომლებიც გაუთავებლად ახველებდნენ და იქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბავშვიც, რომელსაც ვირუსი არ ჰქონდა და ამ თემაზე ექიმის აზრი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სხვა ოთახში გადავიყვანდი თუ არა - მაინც მთელ თბილისში დადის ვირუსებიო.
კიდევ გამორეცხვა, რომელიც სრულიად გაყიდულ ოთახში გაუკეთეს, სადაც თითქმის შიშველი ბავშვი, დასველებული, გაციების 90%-იანი ალბათობით.
მოკლედ იმდენი ვინერვიულე, ბავშვმა იმდენი იტირა, აღარც დედის დღე იყო ჩემთვის, აღარც ადამიანები არსებობდნენ და აღარაფერი მინდოდა.
აუცილებლად ვგეგმავ შესაბამის სტრუქტურებში საჭირო აქტივობას, რომ სხვა ბავშვებიც იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ ხვალ. ვფიქრობ, ამისთვის ყველას შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ, თუნდაც ერთით მეტი სტატია დავწეროთ, ერთით მეტ ადამიანს დავურეკოთ, რომ ამ ადამიანებს შევახსენოთ, რა არის მათი ძირითადი მოვალეობა".
ნანუკა ა.
ასევე იხილეთ: მედიცინა და მაგია - ერთი მშობლის გულისტკივილი ჩვენი სამედიცინო მომსახურების გამო