რატომ ირღვევა თანკბილვა? - სპეციალისტის რჩევები - მშობლები

რატომ ირღვევა თანკბილვა? - სპეციალისტის რჩევები

2014-08-15 04:41:48+04:00

ადამიანთა დაახლოებით 80%-ს თანკბილვა დარღვეული აქვს სტატისტიკა გვაუწყებს, რომ ადამიანთა დაახლოებით 80%-ს თანკბილვა დარღვეული აქვს და ეს მხოლოდ გენეტიკის ბრალი არ არის. რა იწვევს თანკბილვის დარღვევას და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებზე კლინიკა “ალბა-დენტის” ექიმი სტომატოლოგი თამარ წერეთელი გვიპასუხებს.

- ბევრი მშობელი ბავშვის მოვლისას გაუცნობიერებლად უშვებს შეცდომებს. შედეგად პატარას თანკბილვა ერღვევა. არადა ყველას შეუძლია, თავიდან აიცილოს ეს პრობლემა. მთავარია, მიხვდეს, რამდენად საშიშია თანკბილვის დარღვევა მოზარდი ორგანიზმისთვის. მაინც რა საფრთხეს უქადის თანკბილვის დარღვევა ბავშვს?

- მრუდე კბილები, ასიმეტრიული სახე აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. ქალა-სახის ამგვარი დარღვევები სათავეს უდებს უფრო სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს, მათ შორის - ხერხემლის გამრუდებას, ყბა-სახის სახსრის ფუნქციის მოშლას, მუდმივ თავის ტკივილს, სუნთქვის, ღეჭვის, ყლაპვის, მიმიკის დარღვევას.

- როგორ ყალიბდება თანკბილვა?

- თანკბილვის ჩამოყალიბების პროცესში სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე მნიშვნელოვან პერიოდს:

I. სარძევე (დროებითი) თანკბილვის ფორმირება - ამ პერიოდში პატარას ამოეჭრება სარძევე კბილები. იგი მოიცავს პერიოდს 6 თვიდან 3 წლამდე. ვადები, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია.

II. ფორმირებული დროებითი თანკბილვის პერიოდი - 3-დან 6 წლამდე. ამ პერიოდში ბავშვს აქტიურად ეზრდება თავის ქალა, მიმდინარეობს მზადება მუდმივი კბილების ამოჭრისთვის. თუ პრობლემა ამ ეტაპზე გამოვლინდა, მისი გამოსწორება შესაძლებელია. მთავარია, დროულად მიმართოთ სპეციალისტს - ექიმ ორთოდონტს.

III. სარძევე კბილების ძირითადი, მუდმივი კბილებით შეცვლა და მუდმივი თანკბილვის ფორმირება - 12-დან 15 წლამდე.

- რა ახდენს გავლენას თანკბილვაზე?

- უპირველესად - გენეტიკა. თავის ქალას ფორმა, ზომა და თავდაპირველი კბილების რაოდენობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მემკვიდრეობაზე. თუმცა მშობლებს ძალუძთ, გააღრმაონ ან, პირიქით, გამოასწორონ არსებული დეფექტი.

იხილეთ გაგრძელება

ასევე დაგაინტერესებთ