"არ მეგულება საქართველოში არც ერთი დედა, რომელიც საკუთარ შვილს ამას უსურვებს..." ქართველი ფეხბურთელის, გურამ კაშიას მიერ ლგბტ პირების მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებას, საქართველოში დიდი აურზაური და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის, ეს იყო ხატია სიჭინავაც. მისი თქმით, კაშიას ქმედებაში საკვირველი არაფერია. თუმცა, რაც შეეხება ლგბტ თემის წარმომაგენლობას, ეს აღზრდისას დაშვებულ შეცდომად მიაჩნია და საკუთარ შვილებთან განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.
ხატია სიჭინავა:
- დავიწყებ იმით, რომ გურამ კაშია ჩვენს ქვეყანაში არ მოღვაწეობს. ის ვალდებული იყო ეს სამკლაური გაეკეთებინა. ეს საკუთარი სურვილით ხომ არ გაუკეთებია?! ყოველ შემთხვევაში, მე ასე მივიღე ეს ინფორმაცია. ქართველ ხალხს ყველაფერზე აჟიოტაჟის ატეხა უყვარს. პირადად მე, მისი ეს ჟესტი არც საქართველოს შეურაცხყოფად მიმიღა და მით უმეტეს, არ მიფიქრია, რომ კაშიას სხვა ორიენტაცია აქვს და ამიტომ გაიკეთა ეს სამკლაური. მას საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ მის "ინსტაგრამზე" შევედი და ვნახე, რომ არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ჰყავს, აწყობილი საქმე და ოჯახი აქვს, შემდგარი ბიჭია და არა მგონია, საჭიროების გამო სტადიონზე თუ სამკლაური გაიკეთა, ამიტომ ჩასაქოლია.
ყველას გვეზრდება შვილები და არ მეგულება საქართველოში არც ერთი დედა, რომელიც საკუთარ შვილს ამას უსურვებს. თუმცა, ასეთი ადამიანების მიმართ მე აგრესია არ გამაჩნია. ჩემთვის სულერთია, ვის როგორი ორიენტაცია აქვს და ვისთან წევს. რა არის დასამალი? _ მე მყავს ასეთი ორიენტაციის მეგობრები, მაგრამ მათთან არასდროს შემქმნია კონფლიქტი და არც აგრესიული ვარ. მთავარია, კარგი ადამიანი იყო, თორემ ღამე ვისთან წვები, არა მგონია, ვინმესთვის ეს საინტერესო იყოს.
მაგრამ ვიცი, რომ ამ სფეროში დიდი დაფინანსება ტრიალებს. ამიტომ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერს მეტი დაფინანსების მოსაპოვებლად აკეთებენ. ჩვეულებრივ ადამიანებსაც კლავენ ქუჩაში _ ქმრები ცოლებს, შვილები დედებს და ნათესავები ნათესავებს, მაგრამ ამის გამო არავინ ატარებს მიტინგებს. თუ ვინმეს ერთ-ერთი ლგბტ შემოაკვდა, არა მგონია, ეს იმას ნიშნავდეს, ამათ ვინმე მოსაკლავად დასდევსქუჩაში. გასაგებია, რომ ქართველი ადამიანის მენტალიტეტი ვერანაირად ეგუება ამ საკითხს და დარწმუნებული ვარ, ნახევარი საქართველოსთვის ეს ყველაფერი მიუღებელია, მაგრამ ხმლებით არ დასდევენ. განაგრძეთ კითხვა