ეს უნარი თანდაყოლილია, მაგრამ მისი გამომუშავებაც შეიძლება
თუ კარგად დააკვირდებით ხალხს, რომლებსაც ბევრი ლაპარაკი უყვართ, მათ შორის ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ. ჟესტები, თავდაჭერის მანერა, ჯდომის პოზა ადასტურებს, რომ ისინი ერთსა და იმავე ტალღაზე არიან მომართულნი. ასეთი ადამიანებისთვის მოლაპარაკების წარმოება, სხვისი დარწმუნება და საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაცილებით ადვილია. როგორც წესი, ეს უნარი თანდაყოლილია, მაგრამ მისი გამომუშავებაც შეიძლება. ქალისთვის ეს უნარი ფასდაუდებელი განძი იქნებოდა. წარმოიდგინეთ, ყველა თქვენი დიალოგი თუ კამათი ქმართან თქვენს სასარგებლოდ მთარდება, თქვენ ყოველთვის მართალი "გამოდიხართ", თქვენი მოთხოვნებიც დაკმაყოფილებულია.
როგორ მივაღწიოთ ამას?
1. წინასწარ შეატყობინეთ, რომ სალაპარაკო გაქვთ.
2. მშვიდად მოიკალათეთ მის წინ და იგივე სთხოვეთ მასაც.
3. ამ დროს სჯობს, თვალებში უყურებდეთ ერთმანეთს.
4. ამ პოზაში რაც შეიძლება დიდხანს უნდა "შეინარჩუნოთ" მოსაუბრე.
5. დააკვირდით მის მოძრაობებს და ეცადეთ, საუბრის პარალელურად, მექანიკურად გაიმეოროთ მისი მიხვრა-მოხვრა, სინქრონულად აყევით მის მოძრაობას, ოღონდ ეს ძალიან ბუნებრივად უნდა გააკეთოთ, თითქოს შემთხვევით...სუნთქვაც კი სინქრონული უნდა იყოს.
6. მხოლოდ სხეულით კი არა, განწყობითა და იმპულსებითაც უნდა შეძლოთ მოსაუბრესთან უხილავი ძაფების გაბმა. ადვილი არაა, მაგრამ ქალებს ეს შეუძლიათ. წინასწარაც შეგიძლიათ მოემზადოთ ამისთვის და სანამ მოლაპარაკებას დაიწყებთ, ცოტათი გაივარჯიშოთ კიდეც.
7. შედეგი წარმატებული იქნება, თუ მოახერხებთ, რომ პრობლემას მეუღლის თვალითაც შეხედოთ, ცოტა ხნით "გადასახლდით" მის გონებაში.
8. მხოლოდ ანგარებით თუ არ იმოქმედებთ, და გულწრფელად გექნებათ სურვილი, თქვნს შორის ურთიერთგაგება დამყარდეს, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.