რომელ ასაკში სპორტის რომელი სახეობა სჯობს ბავშვისთვის? - რჩევები ჯანსაღი ცხოვრებისთვის - მშობლები

რომელ ასაკში სპორტის რომელი სახეობა სჯობს ბავშვისთვის? - რჩევები ჯანსაღი ცხოვრებისთვის

2018-03-26 03:51:41+04:00

ვირუსებსა და ინფექციებს ხომ ყველაზე კარგად ჯანსაღი სხეული ებრძვის ყველა მშობლის ოცნებაა ჯანმრთელი და ძლიერი შვილი. ვირუსებსა და ინფექციებს ხომ ყველაზე კარგად ჯანსაღი სხეული ებრძვის, რაშიც ფიზიკური აქტივობა და ვარჯიშიც ეხმარება.

რომელი ასაკიდან უნდა შევაჩვიოთ ბავშვი ჯანსაღ ცხოვრებას და ფიზიკურ აქტივობას? რა თქმა უნდა, ადრეული ასაკიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 1-2 წლის ბავშვს დღესვე სპორტზე შეიყვანთ, მაგრამ გარკვეული ვარჯიშები ამ ასაკიდან უკვე საჭიროა. ვარჯიში ბავშვს, პირველ რიგში, სიხარულს და სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ დროს მოხერხებულად ეცვას - სპორტული სამოსი ნატურალური ქსოვილის შეურჩიეთ. ზედმეტად რომ არ გაოფლინდეს და სხეულმა ვარჯიშისას "ისუნთქოს", სამოსის ფაქტურა რბილი და ხარისხიანი უნდა იყოს. შესაფერის ქსოვილისა და მოდელის სამოსში ბავშვი კომფორტულად გრძნობს თავს და ვარჯიშის დროს უსიამოვნო შეგრძნებები არ შეაწუხებს.

0-1 წელი

წლამდე ასაკში, სანამ სიარულს ისწავლის, ბავშვმა აუცილებლად უნდა ისწავლოს ხოხვა. ბევრი ექიმი დაგიდასტურებთ, რომ ხოხვა ძალიან სასარგებლოა.

mshoblebi

ბავშვი, რომელიც ხოხავს, უკეთ ორიენტირებს სივრცეში და უკეთ არჩევს მარჯვენასა და მარცხენას; ხოხვისას ყველა კიდური და კუნთი ვარჯიშობს და ეს საუკეთესო ორთოპედიული მასაჟია ბავშვისთვის; ამბობენ, რომ ბავშვები, რომლებიც ხოხავდნენ პატარობისას, დაცემის დროს ყოველთვის ხელებს იშველიებენ და უფრო უმტკივნეულოდ ეცემიან, ხოლო ვისაც არ უხოხია, ის ბავშვები, ძირითადად, თავით ეცემიან.

როგორ ვავარჯიშოთ:

ბავშვი მუცელზე დააწვინეთ და მცირე მანძილზე დაუდეთ სათამაშო. ცნობისმოყვარეობა აიძულებს, სათამაშოსკენ გაიწვდინოს ხელი და ძალაუნებურად, რომ ვერ მიწვდება, გახოხდება. თქვენ კი თანდათან სულ უფრო დაუშორეთ სამიზნე. ზედმეტი არ მოგივიდეთ – აუცილებლად უნდა დაეუფლოს ბავშვი თავის "საუნჯეს", ანუ უშედეგოდ არ უნდა ჩაიაროს მისმა მცდელობამ.

2-3 წელი

ამ ასაკის ბავშვს სპორტულ სექციებზე, როგორც წესი, არ იღებენ, თუმცა ნუ იღელვებთ, სახლშიც შეიძლება ძალიან სასარგებლო ვარჯიშების შესრულება.

ჩააცვით პატარას რბილი და რაც შეიძლება მოხერხებული სამოსი (თუ სპორტული იქნება, უკეთესია, რადგან ადრიდანვე გააცნობიერებს, რომ ვარჯიშისთვის საგანგებოდ ემზადებიან) და ასწავლეთ ხტომა.

mshoblebi

გამოიყენეთ კიბე. ჩამოახტუნეთ სიმაღლიდან (შიშის დასამარცხებლად პირდაპირ თქვენს ხელებში ჩამოახტუნეთ) და შედარებით დაბალი საფეხურიდან უფრო მაღალზე აახტუნეთ..

ჯერ თქვენ თვითონ აჩვენეთ, როგორ ჩამოხტეს ორივე ფეხით, შემდეგ ხელი ჩასჭიდეთ და ისე ჩამოახტუნეთ. ასწავლეთ ხტუნვა როგორც ორივე, ასევე ცალ ფეხზე.

mshoblebi

4-5 წლიდან

ამ ასაკის პატარებს განსაკუთრებული მოქნილობა და პლასტიურობა ახასიათებთ, ამიტომ უკვე შეიძლება მხატვრულ ტანვარჯიშზე, ფიგურულ სრიალზე, აკრობატიკაზე შეიყვანოთ. 5 წლიდან კარატე და ძიუდოც დასაშვებია. სასარგებლოა ბალეტი და ცეკვა.

6 -7 წელი

ცურვა და სპორტული ცეკვების დაწყება ამ ასაკიდან ჯობს. ასევე თხილამურებზე დგომა, შეიძლება ჩოგბურთის დაწყებაც. ცურვა, ზოგადად, ყველა ასაკში რეკომენდებულია.

mshoblebi

8-10 წლი

კარგია ჯირითი, იოგა, თანამედროვე ცეკვები. 10 წლისთვის ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ხელბურთი

12-14 წლის ბავშვი შეგიძლიათ ნებისმიერ სექციაში მიიყვანთ, მთავარია ფიზიკურად მზად იყოს დატვირთვისთვის. ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს სიამოვნებდეს ვარჯიში და სიხარულით მიდიოდეს სპორტზე. თუ უარყოფით ემოციებს აღუძრავს, ჯობია, სექცია შეცვალოთ.

ასევე გაითვალისწინეთ: არ ატაროთ ბავშვი სპორტზე იმდენად შორს, რომ გზაში დაქანცულს უწევდეს ვარჯიშის დაწყება. ამის გამო შეიძლება სპორტი შეიძულოს კიდეც.