სანამ გაყინული ქათმის ხორცის მომზადებას დაიწყებთ, ამ რჩევებს გადახედეთ - მშობლები

სანამ გაყინული ქათმის ხორცის მომზადებას დაიწყებთ, ამ რჩევებს გადახედეთ

2018-05-28 09:03:36+04:00

ბავშვიან ოჯახებში ყველაზე ხშირად ქათმის ხორცს იყენებენ ნებისმიერ დიასახლისს უწევს გაყინული ხორცის მომზადება. გაყინვა ხომ ყველაზე მარტივი და უსაფრთხო შენახვის წესია ხორცპროდუქტებისთვის. ბავშვიან ოჯახებში ყველაზე ხშირად ქათმის ხორცს იყენებენ, ამიტომ დედებს მუდამ აქვთ საყინულეში გადანახული თუნდაც "ბიბილოს" ქათმის ფილე, ბარკლისა თუ ფრთების ნაჭრები, რომლებიც პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ.

როგორ უნდა მოვამზადოთ საყინულედან გამოღებული ქათმის ხორცი ისე, რომ სასარგებლო ნივთიერებები მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ?

პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ჯობს გაყინული ქათამი მაცივრის ქვედა თაროზე გაალღვოთ. თუ ამდენი დრო არ გაქვთ, ხორცი ცივ წყალში მოათავსეთ. ყოველ შემთხვევაში, საათობით სამზარეულოს მაგიდაზე დატოვება ან თბილ, მითუმეტეს, ცხელ წყალში მოთავსება ნამდვილად არ არის სწორი.

mshoblebi

გალღვობის შემდეგ ხორცი წამოადუღეთ და წყალი გადაუღვარეთ. ეს პროცესი ორჯერ გაიმეორეთ. პედიატრების რჩევით, ორჯერ წამოდუღებული და წყალგამოცვლილი ბულიონი პატარა ორგანიზმისთვის სრულიად მისაღებია.

თუ შეწვას აპირებთ, შემოგთავაზებთ საბავშვო ქათმის მწვადის ძალიან მარტივ რეცეპტს:

mshoblebi

დაგჭირდებათ:

ქათმის ფილე ("ბიბილო")

ზეთი

ნიორი

მარილი.

მომზადება:

ფილე დაჭერით 5-6 სმ სიგრძის კუბებად.

1 ჭიქა მაწონში ჩაყარეთ მარილი, 1 კბილი ნიორი, 1 ს/კ ზეთი. ცოტა მოზრდილი ბავშვებისთვის ოდნავ წითელი წიწაკაც შეიძლება. მოასხით ნაზავი ქათმის კუბებს და გააჩერეთ რამდენიმე საათით.

დამარინადებული ხორცი შეწვით ელექტროგრილში ან ტაფაზე. პატარებს უფრო მოეწონებათ, თუ პატარა ხის მოგრძო ჩხირებზე ააგებთ 2-3 ნაჭერს, და ისე შეწვავთ.

მაწონში დამარინადება ქათმის ხორცს იმდენად არბილებს, რომ მისი ცივად ჭამაც სასიამოვნოა. ამიტომ წინასწარ შემწვარი ქათმის მწვადები ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე წასაღებადაც გამოდგება და ბავშვისთვის კარგი დასანაყრებელი საშუალებაც იქნება.