ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ქალიშვილმა გვანცა ონიანმა ყურადღება მიიპყრო
ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში მხოლოდ ცნობილი ადამიანები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები არ ხვდებიან. ამჯერად ჩვენი ყურადღება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ქალიშვილმა გვანცა ონიანმა მიიპყრო. გვანცა 25 წლის არის და მის შესახებ რუსული პრესა ხშირად წერს.
ჟურნალისტებმა მას "კრიმინალის პრინცესა" უწოდეს. ტარიელ ონიანს ბიზნესმენის გატაცების გამო ათი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა მისი ქალიშვილი მდიდრულად ცხოვრობს და როგორც იტყვიან არაფერი აკლია.
ის ბიზნესმენების შვილების წვეულებების ხშირი სტუმარია, დადის ქორწილებში და არც ბომონდურ წვეულებებზე ამბობს უარს.
გოგონა მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ხშირად სტუმრობს მამის მშობლიურ ქვეყანას - საქართველოს. განსაკუთრებით უყვარს ელიტურ კურორტებზე დასვენება, მას ხშირად შეხვდებით მონაკოში, მიკონოს კუნძულზე და სოჭში. განაგრძეთ კითხვა