15 წლის ბიჭი იმის გამო დააპატიმრეს, რომ სკოლაში სიარულზე უარი გამოაცხადა პოლიციამ ამერიკაში 15 წლის ბიჭი დააპატიმრეს იმის გამო, რომ სკოლაში სიარულზე უარი გამოაცხადა. სამართალდამცველები ბიჭის დედამ გამოიძახა. მან გამოაცხადა, რომ ბავშვს უკვე ჩაუჭრა ინტერნეტი, გაუთიშა მობილური ტელეფონი და კომპიუტერი, მაგრამ ის მაინც უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე.
პოლიციელები დაემუქრნენ, რომ დააპატიმრებდნენ, მაგრამ ბიჭმა მაინც უარი თქვა სკოლაზე. სამართალდამცველებმაც ბორკილები დაადეს და ციხეში წააბრძანეს.
მოგვიანებით იუსტიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მერე კი დედას დაუბრუნეს. როგორც გაირკვა, ბიჭს ფლორიდის სკოლაში არ უნდოდა სიარული, სადაც მისი ოჯახი ნიუ-იორკიდან გადასახლდა. თუმცა დედის თქმით, არც ნიუ-იორკში იკლავდა თავს სკოლაში სიარულით.
არგებს თუ არა ეს "გაკვეთილი", ამას მომავალში გავიგებთ.